ვერძი
კარგი დღეა საყიდლებისთვის, კოლეგებთან ერთად სამომავლო გეგმების შესადგენად, იდეების განსახილველად. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. დღის განმავლობაში, პერიოდულად ივარჯიშეთ.
კურო
იყავით მოღიმარი და მოსიყვარულე, არ იწუწუნოთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა ახალი ბიზნესპარტნიორების შესარჩევად. წამიერი გატაცების გამო ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან.
ტყუპი
დაღლილობა და დაძაბულობა მუშაობის საშუალებას არ მოგცემთ. მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; დღეს დაისვენეთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. მოერიდეთ საეჭვო პირებთან პირებთან რომანის გაბმას.
კირჩხიბი
კარგია დილის ვარჯიშით, ცურვით დაწყება. გაფრთხილდით, ზოგიერთმა მოუგვარებელმა საოჯახო საკითხმა ნათესავებთნ არ გაგიფუჭოთ ურთიერთობა. მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ.
ლომი
მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას ოჯახის წევრებთან. თუ თავს შეუძლოთ იგრძნობთ, მოერიდეთ თვითმკურნალობას და გაესინჯეთ ექიმს. ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. საღამო გაატარეთ მეგობრებთან ერთად.
ქალწული
დღეს მუშაობისას მთების გადადგმა მოგიწევთ. გაიუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთნ. აგრეთვე, – ჯანმრთელობა. ძილის წინ კარგია მშვიდი მუსიკის მოსმენა, იოგა. ახალგაცნობის ნუ ენდობით, დააკვირდით.
სასწორი
მოერიდეთ ავანტიურულ საქმიანობას. არ გაფორმოთ ხელშეკრულება თქვენთვის უსიამოვნო პირებთან. გააუმჯობესეთ ურთიერთობა მშობლებთან. საყვარელ ადამიანთან შეხვედრა სასიამოვნო მომენტებით იქნება აღსავსე. ნუ იქნებით ჭირვეული და პრეტენზიული.
მორიელი
კარგი დღეა ახალი საქმის დასაწყებად. სასიამოვნო ნაცნობების გასაჩენად. ძირითადად მომავალ მეგობრებს მგზავრობისას გაიცნობთ. ჩაეწერეთ იოგის სტუდიაში. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი მზრუნველობა გმართებთ.
მშვილდოსანი
ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ, განსაკუთრებით იმას, რაც ადვილი გამოსასწორებელია. მოერიდეთ დაპირისპირებას ოჯახის წევრებთან. ნაკლები იფიქრეთ დასვენებასა და გართობაზე და მეტი – საქმიანობის გაუმჯობესებაზე. მოსალოდნელია რომანტიკული ნაცნობობა.
თხის რქა
გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის. მეტი მზრუნველობა გმართებთ მშობლების მიმართ. კარგი დღეა საქმიან პარტნიორებთა მოსალაპარების გასამართავად, პროექტების გასახილველად. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან.
მერწყული
ზოგიერთს მგზავრობა, სამსახურის, საქმიანობის ან მისამართის შეცვლა ელის. მოერიდეთ საეჭვო საქმიანობაში ჩართვას. სასიყვარულო პარტნიორის მიმართ მეტი ყურადღება გმართებთ, დაეხმარეთ პრობლემების დაძლევაში.
თევზები
სამსახურის საქმეებისგან მეტად დაისვენეთ. სასიამოვნო სიახლე გელით ოჯახის წევრებისგან. ზოგიერთი შეყვარებული სტატუსის შეცვლას გადაწყვეტს. კარგია ვარჯიში ხერხემლის გამაგრება. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად ოჯახურ გარემოში გაატარეთ.
წყარო: http://astrologi.ambebi.ge