მამაკაცები მოდის მიმართ ხშირად გულგრილნი არიან და შესაძლოა, თქვენი გარდერობის ამა თუ იმ დეტალის სახელწოდება ზუსტად არ იცოდნენ, მაგრამ ეს არ უშლის მათ ხელს იმაში, რომ გარკვეული უპირატესობები ჰქონდეთ. ქალბატონებო, ყურადღება მიაქციეთ!
პატარა შავი კაბა
პატარა შავი კაბის მაგია მამაკაცებზე შესაძლოა, უფრო მეტადაც მოქმედებდეს, ვიდრე თავად ქალებზე. ოქროს წესი – ზომიერებაა. კლასიკური უნაკლო იმიჯია – მოკრძალებული ყელსაბამი, პატარა საყურე და კლატჩი. სიტყვა „პატარა“ არ ნიშნავს, რომ კაბა სუპერ-მინი უნდა იყოს, დეკოლტე კი ღრმა. შესაძლოა, ეს სტილი მამაკაცების აუდიტორიას მოეწონოს, თუმცა მათზე ეს თქვენთვის სასურველ შთაბეჭდილებას არ მოახდენს.
გახსნილი ზურგი
იაპონიაში გეიშას ტრადიციულ ტანისამოსს ერთი დამახასიათებელი თვისება აქვს – კიმონოში ჩაცმულ გოგონებს საყელო უკან ოდნავ გადაწეული აქვთ იმისთვის, რომ გამოჩნდეს კისრის ნაწილი. დასავლურ კულტურაში ასეთ „გაშიშვლებას“ ვერც შეამჩნევდნენ, თუმცა იაპონელებზე ეს დეტალი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.
დაახლოებით ასეთი ეფექტი ექნება ჩვენთან სამოსს, რომელშიც ზურგია მოშიშვლებული. ამით თქვენი სამეფო სხეულის და ქალური დაუცველობის დემონსტრირებას ერთდროულად მოახდენთ.
ღრმად ამოჭრილი კაბა
კიდევ ერთი დეტალი, რომელსაც მამაკაცები ტრადიციულად ძალზედ მომხიბველად მიიჩნევენ – ღრმად ამოჭრილი კაბები და ქვედა ბოლოები. ცნობილი ფაქტია, რომ საინტერესო მხოლოდ მინიშნება, საიდუმლოა. ამიტომ, ამოჭრილი კაბა და ხანდახან გამოჩენილი ლამაზი ფეხი – მამაკაცის მზერისთვის ბევრად უფრო მიმზიდველია, ვიდრე გულახდილი მინი.
მკაცრი სტილის პერანგი
მსოფლიოში არ არსებობს ისეთი მამაკაცი, რომელიც არ დააფასებდა ბიზნესლედის მკაცრ და ელეგანტურ იმიჯს. ამ სტილის ქალის იმიჯში მოწინააღმდეგე სქესის წარმომადგენლებს სიცივე და ხელშეუხებლობა იზიდავს. საქმიანი დრესკოდი თავად ამბობს, რომ ყველა პირადი გრძნობა სამუშაო სივრცის მიღმა უნდა დარჩეს. და სწორედ ამიტომ თქვენს თანამოსაუბრეს ასე უნდა, რომ უფრო ახლოს გაგიცნოთ.
ჯინსი-სქინი
ჯინსი-სქინი ნებისმიერ აღნაგობას უკეთესს ხდის და ფეხებს ვიზუალურად უფრო აგრძელებს. ამიტომ, მამაკაცებს ეს ტანისამოსი ძალიან მოსწონთ. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ ჩვენი მამაკაცები აღტაცებულები არიან, როდესაც ჩვენ საღამოს ტანისამოსში ვართ გამოწყობილები, სინამდვილეში კი ისინი აფასებენ ქალის შესაძლებლობას შესანიშნავად გამოიყურებოდეს სტილში casual. ვიწრო ჯინსები კარგად გამოიყურება ფართო ზედასთან ერთად.
კაბები ყვავილების პრინტით
იდეალური ვარიანტი რომანტიკული პაემნისთვის. ასეთი ჰაეროვანი კაბის ჩაცმისას ჩვენ ყოველთვის საკუთარ თავს პრინცესებთან ვაიგივებთ. მამაკაცები კი ამ განწყობას გრძნობენ.
ქვედა ბოლო – „ფანქარი“ და ქუსლიანი ფესხაცმელი
მამაკაცები გაოცებულები არიან იმით, როგორ დადიან ქალები მთელი დღის განმავლობაში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით და ამავდროულად აღფრთოვანებულები არიან ლამაზი ფეხებით და სიარულის მანერით, რომელიც ამ შემთხვევაში კიდევ უფრო გრაციოზულია. ფეხი უფრო გრძელი ჩანს, ვიწრო ქვედა ბოლო – „ფანქარი“ კი უბრალოდ გვაიძულებს უფრო ნელა, ქალურად და მომაჯადოვებლად ვიაროთ.