7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენების, სეირნობისა და ახლობლებთან ურთიერთობისთვის. თავი შეიკავეთ მძიმე ფიზიკური შრომისა და ისეთი საქმეების კეთებისგან, რომლებიც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. ამ დღეს მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობა წარმატებას მოგიტანთ.

კურო
ამ დღეს ბედი გაგიღიმებთ. აქტიური მოქმედებების წყალობით ფინანსურ საქმეებში წარმატება გელით, თუმცა წინდაუხედაობის გამო შეიძლება სოლიდური თანხა დაკარგოთ. სასურველია, მოვლენების ჩვეული მიმდინარეობა არ შეაფერხოთ – ასე უსიამოვნებები თავად გაქრება. სასიყვარულო საქმეებში სასიამოვნო მოულოდნელობა გელით. ასე რომ, მომავალს ოპტიმიზმით უყურეთ.

ტყუპები
თქვენი აქტიურობა სასურველ შედეგს მოიტანს, რომელსაც დიდი ხანია ელით. სახელოვნებო პროფესიების წარმომადგენელთათვის წარმატებული დღეა. საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობისთვის საჭირო მომენტი უნდა შეარჩიოთ, რომ სწორი აქცენტები დაისვას. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლე გელით. გამორიცხული არაა, რომ სასიყვარულო პრობლემა წარმატებით გადაჭრათ.

კირჩხიბი
ეცადეთ, მოვლენების ჩვეულ მიმდინარეობაში არ ჩაერიოთ და პრობლემების უდიდესი ნაწილი თავისით მოგვარდება. დღის ბოლოს უჩვეულო სიმშვიდეს იგრძნობთ. მომავალს ოპტიმიზმით უყურეთ.

ლომი
ეს დღე მედიტაციისა და ინტუიციის ნიშნით მიმდინარეობს. მამაკაცი ლომებისთვის წარუმატებელი დღეა, რადგან მათ გეგმებს ასრულება არ უწერია. ქალმა ლომებმა დოკუმენტებთან მუშაობის დროს სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინონ. მოსალოდნელია შეცდომები და გაუგებრობა. სასიყვარულო საქმეებში გამორიცხული არაა იმედგაცრუება.

ქალწული
დღის პირველ ნახევარში სულიერად გაწონასწორებული ხართ. მომატებულია შრომისუნარიანობა. მოსალოდნელია ყველა პოზიტიური გეგმის რეალიზაცია, რაც წინა თვის ბოლო დღეებში დაგეგმეთ. თქვენ შეძლებთ პარტნიორის დარწმუნებას და ყველა თამამ წამოწყებაში მისი მხარდაჭერის მოპოვებას. კარგად გააზრებული მოქმედებები წარმატებას მოგიტანთ.

სასწორი
უსიამოვნებების უმეტესობა თავისით გაქრება, თუ მოვლენების მიმდინარეობაში არ ჩაერევით. სასიყვარულო საქმეებში სასიამოვნო სიახლე გელით. ასე რომ, მომავალს ოპტიმიზმით უყურეთ.

მორიელი
მოსალოდნელია საქმიანი მგზავრობა ან მივლინება, რომელიც კარგად უნდა დაგეგმოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები და გაუგებრობა გელით. მოსალოდნელია სასიცოცხლო ძალების კლება და ფინანსური დანაკარგი. ოჯახური საქმეები და ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები თქვენგან დიდ მატერიალურ და სულიერ რესურსს მოითხოვს. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარში განმარტოვდეთ და დაისვენოთ.

მშვილდოსანი
შემოქმედებითი პროფესიის მშვილდოსნებისთვის კარგი დღეა. თქვენ შეძლებთ გაუმკლავდეთ დაგროვილ პრობლემებს და საკუთარი პოზიციები გაიმყაროთ. თქვენი ან თქვენი ახლობლის მისამართით გამოვლენილმა უსამართლობამ შეიძლება მწყობრიდან გამოგიყვანოთ. სავარაუდოდ, არაკეთილმოსურნე ძალიან ინანებს, რომ თქვენ გადაგეყარათ. წესიერება და პირდაპირობა მდგომარეობის გამოსწორებაში დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლე გელით.

თხის რქა
დღის პირველი ნახევარი სულიერ წონასწორობას მოგიტანთ. მოიმატებს თქვენი შრომისუნარიანობა, რაც თქვენს ავტორიტეტს აამაღლებს. თქვენ შეძლებთ, პარტნიორის ყველა ღირსება და ნაკლი ობიექტურად შეაფასოთ და სამომავლო გეგმები დასახოთ. შესაძლოა, საღამოს წვრილმან ოჯახურ პრობლემებს შეეჯახოთ. სავარაუდოდ, საკუთარი კაპიტალის ნაწილს დაკარგავთ ან ვერ მიიღებთ იმ ფულს, რომელსაც ელოდით.

მერწყული
მშვიდი, პასიური დღეა. სერიოზული პროექტების განხორციელება უკეთესი დროისთვის უნდა გადადოთ. პარტნიორებისა და კოლეგებისგან მხარდაჭერას მიიღებთ. ერიდეთ ყველაფერს, რაც პრობლემებს შეგიქმნით. დღის მეორე ნახევარი ბავშვებთან ურთიერთობას დაუთმეთ. თუ ოთხფეხა მეგობარი გყავთ, მასთან ერთად სეირნობა სულიერ წონასწორობას დაგიბრუნებთ. ამ დღის ერთადერთი უსიამოვნება მსუბუქი თავის ტკივილია.

თევზები
თვითდამკვიდრებისთვის შესანიშნავი დღეა. შემოქმედებითი პროფესიების წარმომადგენლები საკუთარი გეგმების განხორციელებას შეძლებენ. მოსალოდნელია საქმიანი და შემოქმედებითი შეხვედრები და სტუმრების მიღება. ეცადეთ, ყველა ვალი დააბრუნოთ, სახლი გაწმინდოთ და ადამიანებს სიხარული მიანიჭოთ. ისწავლეთ იმით ტკბობა, რასაც ცხოვრება გთავაზობთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები