7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები – გთავაზობთ 6 აპრილის ასტროლოგიურ პროგნოზს:

ვერძი
თქვენი ჩანაფიქრები სრულად რეალიზდება. დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მიღებას შეეცდებით. ვარსკვლავები არ გირჩევენ გარისკვას, ამის გარეშეც კარგად შეძლებთ სამომავლო კეთილდღეობის მიღწევას.

კურო
ამ დღეს ქვეშევრდომის მდგომარეობა თქვენთვის ყველაზე კომფორტული და მომგებიანი აღმოჩნდება. მოიშორეთ ზედმეტი პასუხისმგებლობის ტვირთი, განსაკუთრებით მატერიალურ სფეროში. ფინანსური საკითხებით უმჯობესია, ვინმე სხვა დაკავდეს. ნუ გამოიჩენთ განსაკუთრებულ ინიციატივებს: ეს მხოლოდ დანაკარგს მოგიტანთ.

ტყუპები
ეს დღე შრომისმოყვარეობასა და შერიგებას უკავშირდება. ტყუპები იშვიათად რისკავენ, მაგრამ ამ დღეს გარისკვა უდავოდ, გაამართლებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, რაც გაგაჩნიათ, ყველაფერი დაკარგოთ. მიიღეთ ახლობელი ადამიანები ისეთები, როგორებიც ისინი არიან, მთელი მათი ღირსებებითა და ნაკლოვანებებით – ეს არის ოჯახური ბედნიერების პირობა.

კირჩხიბი
ეს პერიოდი შესანიშნავია ვირტუალური ნაცნობობისთვის, რომელიც შესაძლოა, ქორწინებით დასრულდეს. გაცნობის არასტანდარტული მეთოდი კლასიკური ოჯახური კავშირით დასრულდება, სადაც ზომიერი და ჰარმონიული ურთიერთობები იქნება. აპრილში, შესაძლოა, ერთდროულად რამდენიმე თაყვანისმცემელი გამოგიჩნდეთ. ვარსკვლავები გკარნახობენ, უმჯობესია, იყოთ დაოჯახებული, ვიდრე დარჩენილი ცხოვრება მარტოობაში გაატაროთ.

ლომი
თქვენი პოპულარობა ამ დღეს გაიზრდება. გარშემომყოფებისგან და პოტენციური პარტნიორებისგან დიდ ყურადღებას იგრძნობთ. სირთულეები არ შეგაშინებთ და მარტივად დაჰპირდებით დახმარებას მათ, ვინც ამ თხოვნით მოგმართავთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მთელი ძალები სამუშაოდ გამოიყენოთ.

ქალწული
მიუხედავად იმისა, რომ მშვიდი ხასიათი გაქვთ, მიღებულ გადაწყვეტილებას (შესაძლოა, მცდარსაც კი) არავითარ შემთხვევაში არ შეცვლით. დარწმუნებული იქნებით, რომ წარმატებას მხოლოდ საკუთარი სიჯიუტის შემთხვევაში მიაღწევთ. თქვენი რბილი ხასიათის დახმარებით, ნებისმიერ რთულ სიტუაციაში იპოვით გამოსავალს.

სასწორი
ეს დღე გადამწყვეტი იქნება მათთვის, ვისაც განათლებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება უწევს. ასევე, მნიშვნელოვანია, თუკი იურიდიული ან საზღვარგარეთ წასვლის საკითხებით ხართ დაინტერესებული. საზღვრის გადაკვეთის ბარიერს წარმატებით გადალახავთ. ასევე, წარმატებით ჩააბარებთ გამოცდებს და რჩეულის გულსაც მოინადირებთ.

მორიელი
ხერხემალთან და სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნებათ. საკუთარ თავს გააკონტროლებთ, თუმცა ეს ტკივილისგან ვერ გიხსნით. ვარსკვლავები ზომიერ ფიზიკურ დატვირთვას გირჩევენ. ეწვიეთ აუზს და დაკავდით ფიტნესით.

მშვილდოსანი
შესაძლოა, ძველმა პარტნიორებმა შეგახსენონ თავი. არ გამოირიცხება ინტრიგები. თქვენი არაკეთილისმსურველები ახალ პროექტზე მუშაობის დაწყებაში ხელს შეგიშლიან. კიდევ ერთხელ გადახედეთ საკუთარ გეგმებსა და ჩანაფიქრებს.

თხის რქა
ამ დღეს ახალი საქმის წამოწყებას შეძლებთ, რაც საკუთარი პოზიციების გამყარებაში დაგეხმარებათ და საკუთარი ფარული ნიჭის გამოვლენაში შეგიწყობთ ხელს. თუკი ზომიერად, გააზრებულად, რისკიანად, მაგრამ გონივრულად იმოქმედებთ, წარმატებას სულ მალე მიაღწევთ.

მერწყული
მოულოდნელად კარგ შეკვეთას მიიღებთ, რომელიც თქვენს მატერიალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. ვარსკვლავები გირჩევენ, შეცვალოთ მოქმედების გეგმები უფრო საინტერესოთი და საკუთარი თავის რეალიზებისთვის ახალი შესაძლებლობები მოიძიოთ.

თევზები
ეს დღე შესანიშნავია ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად. თქვენში ინიციატივა და გამომგონებლური ნიჭი გაძლიერდება, რაც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით გულდასმით გაითვალისწინეთ ადრე დასახული გეგმები.

კომენტარები

სხვა სიახლეები