7 ჰოლივუდური წყვილი, რომელმაც ერთმანეთი შემთხვევით გაიცნო(ფოტოკოლაჟი)

38
SHARE

ემილი ბლანტი და ჯონ კრასინსკი 
“ეშმაკი ატარებს პრადას” გადაღებებზე ემილი ბლანტი მსახიობ ენ ჰეთეუეის დაუმეგობრდა. ერთხელ ჰეთეუეიმ წვეულება მოაწყო, რომელზეც მისი კოლეგა – ჯონ კრასინსკი მოვიდა. ჯონს ემილი ერთი ნახვით შეუყვარდა და მალევე პაემანზე დაითანხმა. მომავალი მეუღლეების პირველმა პაემანმა უცნაურ ადგილას, ტირში (იგულისხმება ნამდვილი იარაღებით მიზანში სროლისთვის განკუთვნილი ადგილი) წარმატებით ჩაიარა.

ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი 

ბრედ პიტმა და ჯენიფერ ენისტონმა ერთმანეთი 1998 წელს გაიცნეს. შეხვედრა თავიდან ბოლომდე აგენტების მიერ იყო ორგანიზებული. მათ სწორი გათვლა გააკეთეს, წყვილმა აქტიურად დაიწყო ურთიერთობა, რომელიც ლოგიკური გაგრძელებით ქორწილით დასრულდა. სამწუხაროდ, მათი ურთიერთობა ანჯელინა ჯოლიმ დაასრულა, რომელიც პიტმა “მისტერ და მისის სმიტების” გადაღებებზე გაიცნო.

კრის ჰემსვორთი და ელზა პატაკი 

“თორის” ვარსკვლავმა და ესპანელმა სუპერმოდელმა ერთმანეთი შემთხვევის წყალობით გაიცნეს. ისინი ერთსა და იმავე ენის სპეციალისტთან დადიოდნენ. ჰემსუორთი პატაკის სიყვარულში მალევე გამოუტყდა, სამი თვის თავზე კი წყვილი დაინიშნა. ისინი დღემდე ერთად არიან და მაქსიმალურად ცდილობენ, პირად ცხოვრებას აფიშირება არ გაუკეთონ.

ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი 

ბევერლი მიტჩელი ჯესიკა ბილის მეგობარია, ისინი ერთად სერიალ “მეშვიდე ცაში” თამაშობდნენ. სწორედ მან “დააჯახა” ბილი ჯასტინ ტიმბერლეიკს. შეხვედრა “ოქროს გლობუსის” დაჯილდოების შემდგომ წვეულებაზე მოხდა. ურთიერთობამ სწრაფად აკრიფა ტემპი და წყვილი 2012 წელს დაოჯახდა, ისინი ვაჟს – სილასს ერთად ზრდიან.

კამერონ დიასი და ბენჯი მადენი 

რეალურად, დიასი და მადენი ერთმანეთს წლების განმავლობაში იცნობდნენ, ოღონდ – შორიდან. ფორმალური გაცნობა 2014 წელს მოხდა, წყვილმა ერთმანეთი დიასის მეგობრის, ნიკოლ რიჩის (ნიკოლ რიჩის მეუღლე ბენჯი მადენის ტყუპი ძმა ჯოელია) სახლის წვეულებაზე გაიცნო. 2015 წელს კამერონმა და ბენჯიმ იქორწინეს.

ლინა დანემი და ჯეკ ანტონოფი 
მუსიკოსმა ჯეფ ანტონოფმა და სერიალ “გოგონების” ვარსკვლავმა, ლინა დანემმა ერთმანეთი 2012 წელს გაიცნეს. შეხვედრის ინიციატორი საერთო მეგობარი, სტენდაპ კომიკოსი მაიკ ბირბიგლია გახლდათ. პირველი შეხვედრის შემდეგ, ურთიერთობამ ვირტუალურ სამყაროში გადაინაცვლა, წყვილი თვეების განმავლობაში სოციალური ქსელების დახმარებით ამყარებდა კომუნიკაციას, მათმა ბედნიერებამ 5 წელს გასტანა, 2017 წელს დანემი და ანტონოფი დაშორდნენ.

სელმა ჰაიეკი და ფრანსუა-ანრი პინო 

სელმა ჰაიეკმა არ იცოდა, რომ ფრანგ ბიზნესმენთან, ფრანსუა-ანრი პინოსთან პაემანზე მიემგზავრებოდა, რომლის ორგანიზატორები მეგობრები იყვნენ. თავიდან მსახიობი გაბრაზდა, თუმცა პირველივე საუბრის შემდეგ მიხვდა, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება არ ღირს. წყვილმა 2009 წელს, ვალენტინობის დღეს იქორწინა.

FB კომენტარები

კომენტარი