7 რამ, რაც სჯობს, საიდუმლოდ შეინახოთ

129
SHARE

აღმოსავლური კულტურის სპეციალისტს ვიაჩესლავ რუზოვს თავის სტატიაში ინდოელ ბრძენთა გამოცდილება მოჰყავს. ის მსჯელობს იმაზე, თუ რა არის საიდუმლო და რაზე სჯობს საზოგადოებაში არ ვისაუბროთ.
1. პირველი, რაზეც სჯობს, არ ისაუბროთ – შორს მიმავალი გეგმებია. ნებისმიერი ჩვენი გეგმა არ არის იდეალური და მასში მრავალი სუსტი წერტილია, რომელთა განადგურებაც ძალიან ადვილია.
2. არ არის საჭირო ქველმოქმედების შესახებ ყველას გააგებინოთ. კეთილი საქმე – დიდი იშვიათობაა და მას გაფრთხილება სჭირდება.
3. თქვენს ასკეტურობაზე ყველგან ნუ ისაუბრებთ. არ უნდა ილაპარაკოთ თქვენს დიეტაზე, ძილზე, სექსუალურ ურთიერთობებზე.
4. ნუ ამახვილებთ ყურადღებას თქვენს გამბედაობაზე და სიმამაცეზე. ეს გარე და შიდა სიმამაცესაც ეხება. გარე სიმამაცე ჩანს, ხოლო შიდა დაბრკოლებების გადალახვა სხვისთვის უხილავად ხდება. ამიტომაც ამაში ჯილდოს არავინ მოგცემთ.
5. ნუ მოყვებით თქვენს სულიერ განათლებაზე. ის მხოლოდ თქვენია და მისი გაზიარება არავისთან საჭირო არ არის.
6. არ არის საჭირო თქვენს ოჯახურ ცხოვრებაზე და კონფლიქტებზე საუბარი. დაიმახსოვრეთ, რაც ნაკლებს დროს დაუთმობთ ოჯახის პრობლემებზე წუწუნს, მით უფრო მტკიცე იქნება ის.
7. არ გამოიყენოთ ის უხამსი სიტყვები, რასაც თქვენ ოდესმე მოისმენთ. შეიძლება ქუჩაში ფეხსაცმლის გასვრა და შეიძლება გონების გაჭუჭყიანება. ადამიანი, რომელიც სახლში მოსვლის შემდეგ ყველაფერს ყვება, რაც კი მან ქუჩაში მოისმინა, არაფრით განსხვავდება იმ ადამიანისგან, რომელიც სახლში ჭუჭყიანი ფეხსაცმლით მივიდა.

FB კომენტარები

კომენტარი