7 მიზეზი, თუ რატომ სჯობს წიგნი ტელევიზორს

176
SHARE

 

ეს სტატია მათთვისაა, ვისაც კარგი ფანტაზიის უნარი აქვს. მაჩვენეთ ადამიანი, რომელსაც არ გაუტარებია ერთი დღე ტელევიზორის წინ „ჩიფსების“ ჭამაში. ასეთი ადამიანი არ არსებობს. ზოგჯერ გვჭირდება „არაფრის კეთება“. ამიტომ ყველაზე ადვილი მეთოდია, ჩაუჯდე ძველ, კეთილ „ყუთს“ და ცოტა ხნით გამოეთიშო ყველაფერს, მაგრამ ტელევიზორი არასდროს შცვლის წიგნს.

1. წიგნი უნიკალურია

რა თქმა უნდა, როდესაც თქვენ წაკითხული წიგნი აირჩიეთ, მისი სიუჟეტი არ შეიცვლება, მაგრამ ჩვენი ფანტაზიის უნარიდან გამომდინარე, ის, რასაც თქვენ იასამნისფრად ხედავთ, მე ნაცრისფრად მეჩვენება. თუ მთავარი გმირი ჩემთვის მაიკლ კიტონია, თქვენთან ჯერარდ ბატლერია. კითხვისას თქვენ საკუთარ შინაგან სამყაროს უკავშირდებით, რომელიც ტელევიზორის ყურებისას არ ხდება.

2. კითხვის დროს შეგიძლია შეჩერდე

თეორიულად დღეს უკვე ტელევიზორის ყურების დროსაც შეგიძლიათ დააპაუზოთ, მაგრამ წიგნს არ ესაჭიროება არანაირი მოწყობილობა, თქვენ შეგიძლიათ ის უბრალოდ გვერდზე გადადოთ. არ მოგიწევთ ღამეების თენება (თუმცა ზოგიერთი წიგნის მოყვარულიც იგივეს აკეთებს).

3.წიგნი განუმეორებელია

წიგნი განუმეორებელია. თქვენ იცით, რომ არ წაგიკითხავთ და არ გიწევთ გადახვევა, რომ დარწმუნდეთ ამაში. ამასთან, წიგნში რეკლამები არ არის.

4. წიგნი სათვალის გარეშე სამგანზომილებიანია

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ახლომხედველი ვარ და დიდად არ განვიცდი კომფორტს, როდესაც სათვალეზე კიდე 3D სათვალე მიკეთია. გამოიცანით, რას არ სჭირდება სამგანზომილებიანი სათვალე? ნამდვილად კითხვას.

5. წიგნი შთაგაგონებთ

უკვდავი სიტყვებია სიმღერაში Reading Rainbow: „პეპელავ ცაში მე შენზე მაღლა ავფრინდები!“ წიგნის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ავღმოჩნდეთ ნებისმიერ ადგილას, მისით ჩვენ ვეცნობით უცხო ადამიანებს, რომლებიც მომავალში შეიძლება ჩვენი მეგობრები გახდნენ. თუ თქვენს მეგობრებს არ სცალიათ, დაპატიჟეთ წიგნი კაფეში, შეუკვეთეთ მისთვის კარტოფილი და თქვენ ჭამეთ.

6. წიგნის საიდუმლო ენა

შესაძლოა, წიგნი თავფურცლით არ უნდა აირჩიო, მაგრამ მე ასე ვაკეთებ და მეტიც, ადამიანებს წიგნის მიხედვით ვაფასებდი.

7. წიგნს აქვს დასასრული ყველაზე კარგი ტელეგადაცემებიც უარესდება, თუ ეთერში დიდხანს გადის. ისინი ხომ მაყურებლისთვის იბრძვიან, რათა არ დასრულდეს. წიგნი კი ისტორიით იწყება, და მისითვე მთავრდება. და თუნდაც ის არაჩვეულებრივი წიგნი იყოს, მას მაინც აქვს დასაწყისი და დასასრული.

Comments

comments