7 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

102
SHARE

ვერძი
საინტერესო ადამიანებთან გელით შეხვედრები. შეიძლება ახალი საქმიანი შემოთავაზებები მიიღოთ, ახალი მეგობრები გაიჩინოთ. ყველაფერი კარგად ჩაივლის, თუ გამონათქვამებს გააკონტროლეთ.

კურო
თუ საყვარელ ადამიანთან დაშორება არ გსურთ, მოერიდეთ უსიამოვნებას, ურთიერთობის გარჩევას.

ტყუპი
ბოლო დროს თითქოს ერთ ადგილს ტკეპნიდით, დღეს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას მიიღებთ. კარგი დღეა იმიჯის, გარემოს შესაცვლელად. ახალი საქმეების დასაწყებად.

კირჩხიბი
კარგი დღეა ქორწინების, სიყვარულისა და სექსუალური თავგადასავლებისთვის.

ლომი
შეიძლება დანაპირების შესრულება, ძველი ვალების დაბრუნება მოგთხოვონ. გათავისუფლდით წარსულისგან, რათა მომავალში არ შეგეშალოთ ხელი.

ქალწული
ნუ იტვირთავთ გარშემო მყოფების პრობლემების მოგვარებას. თუ მარტოობამ დაგღალათ, მეტი დრო დაუთმეთ პირადი ცხოვრების მოწყობას, ახალი პარტნიორის მოძებნას.

სასწორი
პრობლემების მოგვარების, კრიზისიდან გამოსვლის დღეა. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. განაახლეთ ინტერიერი.

მორიელი
დღეს წვრილ-წვრილი პრობლემების მოგვარებით იქნებით დაკავებული. თავშეკავება გმართებთ ნათესავებთან, მეზობლებთან საჭირბოროტო საკითხების განხილვისას.

მშვილდოსანი
კარგი დღეა მგზავრობისა და მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებლის შესაცვლელად. ზოგი საჭირო ინფორმაციას მიიღებს.

თხის რქა
კარგი დღეა აქტიური დასვენებისა და ჰობისთვის. ბავშვებთან ერთად ინტელექტუალური თამაშებისთვის. ეცადეთ გააუმჯობესოთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან.

მერწყული
ნუ აიღებთ საკუთარ თვზე ზედმეტ პასუხისმგებლობას. თუ იცით, რომ ვერ შეასრულებთ, ნურავის ნურაფერს დაპირდებით.

თევზები
ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა გაგაძლიერებთ და საქმეების შესრულებაშიც დაგეხმარებათ.

FB კომენტარები

კომენტარი