7 ემოცია, რომელიც დიდი ხანია, გაქრა

137
SHARE

ადამიანები ემოციურები ვართ და მუდამ ვცდილობთ, ჩვენში არსებული გრძნობები გამოვხატოთ. გვგონია, რომ ადამიანის ემოციები მუდმივია და უცვლელია, თუმცა, BBC-ს სტატიის მიხედვით, არსებობს 7 გრძნობა, რომელიც ,,გადაშენდა.”

1. აცედია – გრძნობა, რომელიც მონასტერში მცხოვრები ბერები, მონაზვნები განიცდიდნენ. აცედიას ხშირად სულიერი კრიზისი იწვევდა;

2. გაველურება (მანიაკალური აღგზნება, Frenzy) – სტატიის მიხედვით, ეს გრძნობაც აღარ არსებობს. აღშფოთება, გაგიჟება და აფეთქება კიდევ უფრო სუსტი შესატყვისებია იმისა, ვიდრე ადრე Frenzy-ს მნიშვნელობა იყო. ამ ემოციის დროს, ადამიანს სიბრაზის შეტევები ემართებოდა;

3. მელანქოლია – დღეს ჩვენ მელანქოლიას ვეძახით სევდას, სევდიან განწყობასა და ფიქრებს, წარსულში კი ეს სხვაგვარად იყო. წლების წინ, სევდა აღიქმებოდა, როგორც ფიზიკური ავადმყოფობა, რომელსაც თან ახლდა შიში;

4. ნოსტალგია – ესეც კიდევ ერთი ემოციაა, რომლის მნიშვნელობაც დროსთან ერთად შეიცვალა. დღეს ამ სიტყვას საუბრებში ხშირად ვიყენებთ, თუმცა ადრე ნოსტალგია ფიზიკური ტკივილი იყო;

5. ომის ნევროზი – ეს იყო ემოცია, რომელსაც პირველი მსოფლიო ომის დროს ჯარისკაცები ხშირი საარტილერიო სროლების შედეგად განიცდიდნენ;

6. იპოქონდრია – მე-19 საუკუნეში იპოქონდრია ემოციურ მდგომარეობასთან ასოცირდებოდა. მაშინ მიიჩნეოდა, რომ იპოქონდრია იყო კაცების ისტერიის გამოხატულება;

7. მორალური შეშლილობა – აღნიშნავდა ემოციურ შეშლილობას.

FB კომენტარები

კომენტარი