7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

65
SHARE

ვერძი
დღეს მოსაწყენად ვერ მოიცლით. მოსალოდნელია სხვადასხვა სახის თავგადასავალი. მოთოკეთ ემოციები. ნუ გაართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან.

კურო
თავს შეგახსენებთ მიტოვებული საქმე, პრობლემა. კარგი დღეა ლექცია-სემინარებზე ჩასაწერად; ფულის საქმეში დასაბანდებლად. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა ელით.

ტყუპი
ცვლილებების, გაუთვალისწინებელი მომენტების დღეა. მშვიდად შეხვდით ყოველივეს. სერიოზულ საკითხებს მარტო ნუ შეეჭიდებით. მოერიდეთ მზეზე ყოფნას, სოლარიუმს.

კირჩხიბი
ნუ გაჯიუტდებით, ისე იმოქმედეთ, რომ არც საკუთარი თავი და არც გარშემო მყოფები არ დააზარალოთ. გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით. საყვარელ ადამიანს თქვენი მხარდაჭერა ესაჭიროება.

ლომი
სიახლეების, სასიამოვნო ინფორმაციების მიღების დღეა. მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას; თუმცა, დეტალები კოლეგებთან ერთად განიხილეთ. საყვარელი ადამიანი სიუპრიზით, საჩუქრით გაანებივრეთ.

ქალწული
ახალი იდეები ენერგიულ და პროფესიონალ ადამიანებთან განიხილეთ, რომლებიც გმირობის ჩადენისკენ შეგაგულიანებენ. მკურნალობისას მეტად გამოიყენეთ “ბებიების რჩევები”.

სასწორი
თავადაც გამხიარულდით და არც გარშემო მყოფები მოაწყინოთ. დაგროვილი საკითხები არასტანდარტული მეთოდებით მოაგვარეთ. უმნიშვნელო გაუგებრობის გამო საყვარელ ადამიანთან კავშირს ნუ გაწყვეტთ.

მორიელი
გამონახეთ საერთო იმ ადამიანთან, ვისთანაც მომავალში ბიზნესის აწყობას აპირებთ. უფროსის რჩევებს ყური დაუგდეთ და კომენტარებისგან თავი შეიკავეთ. გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით.

მშვილდოსანი
დღეს გაცნობილ ადამიანთან მომავალში ან ბიზნესი დაგაკავშირებთ, ან მეგობრობა. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა ან მეგობრები დაგეხმარებიან. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან.

თხის რქა
ნუ ხართ ზედმეტად მომთხოვნი და კრიტიკული გარშემო მყოფების მიმართ. შეიყვარეთ ისინი ისეთები, როგორებიც არია, ნუ ეცდებით მათ გადაკეთებას.

მერწყული
ახალი საქმეების დაწყება მომავალი კვირისთვის გადადეთ. დღეს გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტებთან, გაერკვიეთ დეტალებში. მოერიდეთ სარისკო ქმედებებს, კურიოზულ შემთხვევებს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

თევზები
გაფრთხილდით, ტრავმული დღეა. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ საქმეს, პასუხისმგებლობას. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად მშვიდ გარემოში გაატარეთ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი