“25 წლის ხათუნას ფიზიკური და სულიერი ტკივილი ანადგურებს”

უბედურება შეუმჩნევლად შეიჭრა ლემსაძეების ოჯახში – ახალშობილ გოგონას განგებამ მწარე ბედი არგუნა…
სამ წლამდე, არავის გასჩენია ეჭვი, რომ ხათუნა მძიმე სენით იყო დაავადებული. ბავშვის ფიზიკური ზრდა–განვითარების შეფერხება დროებით მოვლენად აღიქმებოდა, მაგრამ როდესაც 7 წლის გოგონამ ფეხზე გავლა ვერ შესძლო, მშობლებმა განგაში ატეხეს. სამწუხაროდ, უკვე გვიანი იყო, თანაც ოჯახს ფინანსური საშუალება არ გააჩნდა ბავშვის უცხოეთში მკურნალობისთვის.
საშინელი სენი ისეთი სისწრაფით პროგრესირებდა, რომ ცოტა ხანში ხათუნა ლოგინს მიაჯაჭვა. დღეს იგი 25 წლისაა, სრულიად უმწეო და სასოწარკვეთას მიცემული. მისი დეფორმირებული ორგანიზმი საშინელი ტკივილებისგან იტანჯება, ხოლო ხშირი შეტევები და კრუნჩხვები ისედაც მყიფე ძვლების გადატეხას იწვევს. ხათუნა ყოველდღე სიკვდილს ებრძვის!
ხანდახან, როდესაც ტკივილი ცოტა ხნით გაუყუჩდება, მის ერთადერთ სიხარულს სერიალის ტელევიზორით ყურება წარმოადგენს, ნატრობს, რომ მანაც ისეთივე სიხარული განიცადოს, როგორც საყვარელი ფილმების პერსონაჟებმა.
ლემსაძეების ოჯახი სოციალურად დაუცველია და დუხჭირ პირობებში ცხოვრობს. ფული ელემენტარული საკვებისთვისაც არ ჰყოფნით, არაფერი რომ ვთქვათ ხათუნას მკურნალობასა და რეაბილიტაციის კურსის ჩატარებაზე.
ახალგაზრდა ქალი ხშირად ტირის ბედის უკუღმართობის გამო, იმ უმძიმესი მდგომარეობის გამო, რომელშიც აღმოჩნდა მისი ოჯახი, თუმცა ფარხმალს არ ყრის და გადარჩენისთვის იბრძვის, ოცნებობს მეგობრების შეძენაზე, რათა გაუზიაროს თვისი ტკივილი და სევდა. ხათუნას სჯერა, რომ სასწაულები ხდება და ოცნებებიც სრულდება!
მეგობრებო, თუ თქვენ გაქვთ შესაძლებობა გაუწიოთ მატერიალური დახმარება ამ ახალგაზრდა ქალს და შეუმსუბუქოთ ტანჯვა, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ხათუნა ლემსაძე) ან გადარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ru/projects/.
თქვენს მიერ შეგროვებული თანხით ჩვენ მას შევუძენთ მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, იგი, აგრეთვე, შეძლებს სარეაბილიტაციო პროცედურების გავლას!
თქვენ ასევე შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან
NovaTechnology, TBCpayиExpressPay. განყოფილებაში “ქველმოქმედება” აირჩიეთ ჩვენი ფონდი.
(გადახდის წესები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე https://goo.gl/GY2Gus)
როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გადმოდის მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება!
R

კომენტარები

სხვა სიახლეები