68 წლის ბარი ალიბასოვს ახალგაზრდა ცოლმა შვილი აჩუქა

134
SHARE

68 წლის მუსიკოსსა და პროდიუსერს ბარი ალიბასოვს შვილი შეეძინა. 29 წლის მეუღლე ვიქტორია მაქსიმოვამ მას ბიჭი აჩუქა. როგორც ვიქტორიამ ინტერვიუს დროს ჟურნალისტთან განაცხადა, მათ შვილს ივანი დაარქვეს.

„ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ბავშვს ივანი დავარქვით. ბარი ახლა მთელ დროს მასთან ერთად ატარებს“,- აცხადებს ვიქტორია მაქსიმოვა.

ბარი ალიბასოვისთვის ეს მეორე შვილია, მისი ახალგაზრდა მეუღლე კი პირველად გახდა დედა. ვიქტორია ბარის მეექვსე ცოლია. ბარის 30 წლის შვილმა, უმცროსმა ბარი ალიბასოვმა თავიდან მამის არჩევანს დაქორწინებასთან დაკავშირებით მხარი არ დაუჭირა. მაგრამ ალიბასოვი 2013 წელს საიდუმლოდ დაქორწინდა. უმცროსი ალიბასოვი თვლიდა, რომ ვიქტორიას მამამისის ცოლობა მხოლოდ ფულის გამო სურდა.

12784426_1143815892329920_520353843_n

FB კომენტარები

კომენტარი