68 წლის არნოლდ შვარცენეგერი კომედიას უბრუნდება

76
SHARE

კალიფორნიის ექსგუბერნატორი, მსახიობი არნოლდ შვარცენეგერი კომედიას უბრუნდება, – წერს დასავლური მედია. გავრცელებული ინფორმაციით, შვარცენეგერი კომედიური ჟანრის „ბოევიკში“ „რატომ ვკლავთ გიუნტერს“ ითამაშებს. ფილმი ტელეშოუ Saturday Night Live-ს ვარსკვლავის ტარან კილამანის სარეჟისორო დებიუტი იქნება. სცენარის ავტორი ასევე კილამანია. ახალ ფილმში შვარცენეგერთან ერთად კობი სმოლდერსი, ბობი მოინაჰანი, პოლ ბრიტეინი და სხვა მსახიობები ითამაშებენ.

FB კომენტარები

კომენტარი