მაკდონალდსში” „ფრისთან” ერთად კოკაინს ყიდდნენ

ნიუ–იორკის „მაკდონალდს“–ის მენეჯერი, რომელიც ღამის ცვლაში მუშაობდა, კლიენტებს ბურგერებთან და „ფრი“–სთან ერთად კოკაინსაც სთავაზობდა. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იტყობინება. მათი განცხადებით, 26 წლის ფრენკ გუერერო მას მერე დააკავეს, რაც 10,900 დოლარის ღირებულების ნარკოტიკი გაყიდა. ნარკოდილერის გაშიფრვა იმ პოლიციელმა შეძლო, რომელიც პოლიციის ფარულ ოპერაციაში მონაწილეობდა. ბრონქსში მდებარე „მაკდონალდს“–ს ის სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული რვაჯერ ესტუმრა, ბოლო ორ შემთხვევაში კი მან გუერეროს ნდობა მოიპოვა. მენეჯერმა კოკაინის „პორცია“ ყუთში, „ჩიზბურგერთან“ და „ფრი“–სთან ერთად შეფუთა და ის საპირფარეშოში, საპნის დისპენსერში მოათავსა, რის შემდეგაც პოლიციელს კონკრეტული თანხა გამოართვა.
აღნიშნულ ფარულ ოპერაციას პოლიციელები სამი თვე აწარმოებდნენ და მას „მენიუს მიღმა“ დაარქვეს. მათ ასევე გუერეროს მიერ ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების კიდევ ხუთი ფაქტი დააფიქსირეს. ამას გარდა, კი დაკავებულის სახლიდან 200 გრამი კოკაინი და 5 ათასი დოლარი ჩხრეკისას ამოიღეს. ამ სახლში მასთან ერთად მშობლები და ორი წლის შვილი ცხოვრობდნენ.
მისტერ გუერერო „მაკდონალდს“–ში რვა წელი მუშაობდა. ნიუ–იორკის პროკურორების ბრალმდებლის თქმით, დაკავებულის დანაშაულის ამსახველი იმდენად მყარი მტკიცებულებები არსებოდა, კომიკუი იქნებოდა დანაშაული რომ არ ეღიარებინა.

კომენტარები

სხვა სიახლეები