რიჩარდ გირს თავისი ახალი, ახალგაზრდა საყვარლის მალვა, როგორც ჩანს, მობეზრდა და მადრიდში, კინოპრემიერაზე პუბლიკის წინაშე მასთან ერთად წარდგა. რიჩარდ გირმა მეუღლე კერი ლოუელთან განქორწინების პროცედურები ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო, ახალ საყვარელთან ერთად კი, პირველად, პაპარაცებმა ის 2015 წლის ზაფხულში კუნძულ სიცილიაზე შენიშნეს.
რიჩარდ გირის სიყვარულის ახალი ობიექტი, ესპანელი მომღერალი ალექსანდრა სილვა 66 წლის გირზე თითქმის ორჯერ პატარაა. მომღერალი 32 წლისაა. წყვილს თავი კამერების წინ თავისუფლად ეჭირა და ღიმილიანი სახეებით, ხელიხელჩაკიდებულნი რეპორტიორების წინ პოზირებდნენ. რიჩარდ გირი 1991-1995 წლებში სუპერმოდელ სინდი კროუფორდზე იყო დაქორწინებული. კროუფორდთან 7 -წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, იგი 2002 წელს ყოფილ მოდელზე, მსახიობ კერი ლოუელზე დაქორწინდა. 2000 წელს მათ ვაჟი შეეძინათ, თუმცა 11- წლიანი ოფიციალური ქორწინების შემდეგ 2013 წელს განქორწინების პროცესი დაიწყეს.
სხვა სიახლეები