64 წლის მოდელის უნაკლო სხეული მამაკაცების ჟურნალის ყდაზე მოხვდა ( ფოტო)

179
SHARE

მსახიობი და მოდელი, 64 წლის კრისტი ბრინკლი ბევრი ახალგაზრდისთვის მაგალითის მიმცემ ქალად იქცა. ასაკის მიუხედავად, ის ცოტა ხნის წინ, მამაკაცების პოპულარული ჟურნალ „Sport Illustrated“-ის ყდისთვის გადაიღეს, ხოლო მისი ფოტოები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მნიშვნელოვანი ასაკი კი არა, დამოკიდებულებაა საკუთარი თავისა და სამყაროს მიმართ.

„მაკიაჟის და ღიმილის მიღმა, მე, უბრალოდ, გოგო ვარ, რომელსაც მშვიდობა სურს. ძალიან ამაღელვებელი და სახალისო იყო ჩემი ერთ-ერთი ფავორიტის – მერილინ მონროს კოპირება.“

ბრინკლის სილამაზის და ახალგაზრდობის შენარჩუნების რამდენიმე საიდუმლოც აქვს. ის ხორცის პროდუქტებს 13 წლიდან არ ჭამს, მაგრამ მის რაციონში ბევრი სასარგებლო პროდუქტი – ბოსტნეული, ხილი, თხილი შედის. მას ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, თუმცა მხოლოდ ნატურალურ შოკოლადის ნაყინს მიირთმევს.

რა თქმა უნდა, მსახიობი კოსმეტიკურ პროცედურებსაც სწყალობს, მაგრამ მისი ახალგაზრდული გარეგნობის მთავარი საფუძველი საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა და ვარჯიშია, ხოლო ის შედეგი, რომელიც ამ ქალმა მიიღო, ნამდვილად იქცა მსოფლიოში არაერთი ახალგაზრდა ქალისთვის მოტივაციის წყარო.

Comments

comments