62 წლის კიმ ბესინჯერი საიდუმლოდ დაქორწინდა? (ფოტოკოლაჟი)

90-იანი წლების სექსსიმბოლო, ფილმის “9 1/2 კვირა” ვარსკვლავი – კიმ ბესინჯერი, როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ დაქორწინდა.
პაპარაცებმა ვარსკვლავი ახალგაზრდა პირად სტილისტთან – მიჩ სტოუნთან ერთად სეირნობისას გამოიჭირეს, – ამის შესახებ Joinfo.ua წერს. ფოტოებზე ჩანს, რომ კიმ ბესინჯერს ბეჭედი უკეთია, რომელიც ძალიან ჰგავს საქორწინო ბეჭედს.
“არა, ის ჯერ არ დაქორწინებულა, მაგრამ მოსალოდნელია, ეს მალე მოხდეს. ახლა ის ზღაპრულ კაცს ხვდება, რომელიც ნამდვილად უყვარს”, – აცხადებს ვარსკვლავის დედა ჟურნალისტებთან საუბრისას და ამატებს, რომ წყვილი მასთან სტუმრობას საშობაოდ აპირებს.
თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ინფორმაცია დაუდასტურებელია მანამ, სანამ თავად ვარსკვლავი არ განაცხადებს ამის შესახებ.
1059435_440315882830469_1461535102_n                                           12395486_440315812830476_639069114_n

12395515_440315972830460_1593915854_n                         12399064_440315979497126_1287986768_n

კომენტარები

სხვა სიახლეები