60 წლის პილოტს ალკოჰოლის მიღების გამო 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ელოდება

58
SHARE

ალასკა ეარლაინსის პილოტი სიმთვრალის გამო დააკავეს. 60 წლის დევიდ ჰენს არნსტონი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, როდესაც ლოს -ანჯელესში დაეშვა. შემოწმების გავლის შემდეგ, დევიდმა ტესტი ვერ გაიარა. არნსტონი, რომელიც ალასკა ეარლაინში 1982 წლიდან მუშაობს, მეორე დღეს სამსახურიდან გაანთავისუფლეს. პილოტმა განაცხადა, რომ ფრენის წინა ღამეს 2 კათხა ლუდი ჰქონდა მიღებული.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 60 წლის გამოცდილი პილოტი, ფედერალურ ციხეში 15 წელს გაატარებს.

ინციდენტს დაშავებული არ ჰყავს, მაგრამ პილოტთა შემოწმება ალკოჰოლზე ორმაგად გაიზარდა.

FB კომენტარები

კომენტარი