60 წლის მადონა კვლავ პროვოკაციულად გამოიყურება (ფოტო)

102
SHARE

მადონამ ახალი ალბომისა და კლიპის პრემიერის აღსანიშნად MTV-ს ინტერვიუ მისცა. ის საკმაოდ ექსტრავაგანტულად გამოიყურებოდა, რაც, ბუნებრივია, არ გამორჩათ პაპარაცებს. მადონა საკმაოდ პროვოკაციულად იყო შემოსილი, თუმცა, თუკი მის განვლილ გზას გავითვალისწინებთ, ეს გასაკვირი სულაც არ არის.
მთელი გასული წლის მანძილზე 60 წლის მუსიკოსი ფანებს ახალ ალბომთან – Madame X-თან დაკავშირებით მინიშნებებს უზიარებდა. ახლახან, მის სიმღერაზე კლიპიც გამოვიდა. ამასთან დაკავშირებით ის ცნობილ მუსიკალურ არხზე გამოჩნდა, თუმცა საზოგადოების გაოგნება არა მუსიკამ, არამედ – პოპმომღერლის გარეგნობამ გამოიწვია.
სამოსისა და აქსესუარების ასეთი არჩევანი არ არის სპონტანური – ყველაფერი ახალი ალბომის კონცეფციით არის განპირობებული.

„გადავწყვიტე, ალბომს Madame X დავარქვა”.

ქალბატონი არის საიდუმლო აგენტი, რომელიც მსოფლიოში მოგზაურობს, სახეებს იცვლის და თავისუფლებისთვის იბრძვის.
პოპმუსიკის დედოფლის თქმით, ახალ ალბომში 13 კომპოზიცია შევა, ყველა მათგანი პორტუგალიაში მოგზაურობის შთაბეჭდილებით შეიქმნა. სწორედ ამ ქვეყანაში ქმნიდა თავის ახალ ალბომს მადონა.

FB კომენტარები

კომენტარი