6 წლის ნიკუშა თურმანიძეს, რომელიც პოლიციელობაზე ოცნებობს აჭარის პოლიციის უფროსმა სიურპრიზი გაუკეთა (ფოტოკოლაჟი)

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კონსტანტინე ანანიაშვილი, შვილთან – ნიკოლოზთან ერთად, ქედის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ნამონასტრევში 6 წლის ნიკუშა თურმანიძეს ესტუმრა და ახალი წელი მიულოცა.

პატარა ნიკუშა სოფელ ნამონასტრევის საჯარო სკოლის ერთადერთი მოსწავლეა. იგი პოლიციელობაზე ოცნებობს. კონსტანტინე ანანიაშვილმა ბავშვს, სხვა საჩუქრებთან ერთად, პოლიციელის ფორმა გადასცა და პოლიციის ავტომანქანით გაასეირნა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები