6 წლის გოგონას საფლავთან მიტანილი თოჯინა, შეიძლება პოლიციას მისი მკვლელის პოვნაში დაეხმაროს

1995 წელს ექვსი წლის როზი ტაპია, სოლტ-ლეიკ-სითიში სახლიდან გაიტაცეს. ის გააუპატიურეს და მოკლეს. სამართალდამცველებმა დამნაშავეს ვერ მიაკვლიეს, თუმცა ახლა პოლიციას შანსი მიეცა სამართალი აღადგინოს იმ თოჯინის დახმარებით, რომელიც გოგონას საფლავზე იპოვეს.
როგორც Daily Mail იუწყება, როზის დაღუპვის შემდეგ, გოგონას საფლავზე “ბარბის” თოჯინა მალევე იპოვეს. მისი ოჯახის წევრებიდან არავინ იცოდა, თუ ვინ მიიტანა ეს თოჯინა. გამომძიებლებს 1995 წელს ამ ფაქტისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. ახლა კი სამართალდამცველებმა იეჭვეს, რომ თოჯინა დამნაშავემ მიიტანა. დღესდღეობით, იუტას შტატის პოლიციისთვის მინიმუმ ორი მანიაკის შესახებაა ცნობილი, რომლებიც თოჯინების მანიით არიან შეპყრობილნი.
ექსპერტებმა ამ „ბარბის“ ზედაპირზე შესაძლო მკვლელის კანის ნაწილაკები აღმოაჩინეს, საიდანაც სავარაუდო დამნაშავის დასადგენად, დნმ-ის ამოღებას აპირებენ.
ამავე დროს, სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ ეს თოჯინა საფლავზე კეთილი ზრახვებით იყო მიტანილი. ამ შემთხვევაში, მჩუქნელს სთხოვენ, პოლიციაში ნებაყოფლობით გამოცხადდეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები