ეს დაგეხმარებათ მეუღლეებს იყოთ მნიშვნელოვანები ერთმანეთისთვის წლების მანძილზე.
1. სიყვარული ერთმანეთის მიმართ ვალდებულება არაა. უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე, რომ შეინარჩუნოთ კარგი დამოკიდებულება და სიყვარული პარტნიორის მიმართ წლების განმავლობაში. სხვადასხვა სირთულეების მიუხედავად.
2. ამბობენ, რომ ყველაზე რთული პერიოდი შვილის გაჩენის შემდეგაა. გადატანილი დაბრკოლება კიდევ უფრო გააძლიერებს ოჯახს. შვილის გაჩენის შემდეგ ნუ დაიგროვებთ წყენას, ილაპარაკეთ, მშვიდად გაარჩიეთ საქმე. ნუ მოგერიდებათ დახმარების ახლობლებისთვის თხოვნა. შეგიძლიათ დამხმარეც დაიქირაოთ.
3. ოჯახური ვალდებულება სექსუალურ ცხოვრებას მეორეხარისხოვანს ხდის _ იყავით მეტად მოსიყვარულე მეუღლის მიმართ. ხშირი ჩახუტება, მოფერება, რომანტიკული ფილმების ერთობლივად ყურება გაგიუმჯობესებთ სექსუალურ ურთიერთობას.
4. ყოველდღიურად დატვირთეთ დღე სასიამოვნო მომენტებით. ბედნიერი ოჯახური ურთიერთობა მცირე, სასიამოვნო წვრილმანებისგან შედგება, მაქსიმალურად გაამდიდრეთ ბედნიერი ცხოვრების მოზაიკა სასიამოვნო მომენტებით.
5. ოჯახური ცხოვრების შესანარჩუნებლად ორივე მეუღლემ უნდა იზრუნოს. თუ მხოლოდ ერთი პარტიორი ცდილობს ასიამოვნოს მეორეს, ადრე თუ გვიან დაიღლება. აგრეთვე, ნუ დაგავიწყდებათ უთხრათ საყვარელ ადამიანს უმნიშვნელო სასიამოვნო საქმეზეც კი “მადლობა”.
6. დაივიწყეთ კამათი თემაზე ვინ უფრო მეტს მუშაობს: უმეშევარი ცოლი, რომელიც სახლსა და შვილებს უვლის თუ მომუშავე ქმარი. ვალდებულებები განაწილებული უნდა იყოს ცოლ-ქმარს შორს. ქმარი ბედნიერი იქნება თუ მიხვდება, რომ ცოლი აფასებს მის შრომას, როცა ის იღლება სამსახურში. როგორც კი ბავშვები წამოიზრდებიან, სამსახური მოძებნეთ ან საყვარელი საქმიანობით დაკავდით.
წყარო: http://www.pomada.ge/