6 ოქტომბერს ახალი მთვარე სასწორის ნიშანშია – ასტროლოგის განმარტება და გაფრთხილება

ასტროლოგი დავით ნიბლაძე 6 ოქტომბრის ახალმთვარეობასთან დაკავშირებით სოციალუ ქსელში ვრცელ განმარტებას აქვეყნებს:
“6 ოქტომბერს ახალი მთვარეა სასწორის ♎13°24 -ზე💫
🕒პიკი – 15:05სთ
♂️ახალ მთვარესთან მჭიდრო შეერთებაში იმყოფება მარსი. ეს ასპექტი მეტ-ნაკლებად ცვლის სასწორის მშვიდ, დიპლომატიურ და რომანტიკულ ბუნებას და მეტი პირდაპირობა, სიხისტე და აგრესია შემოაქვს. რომ არა მარსის შეერთება, ალბათ, სტატიას იმაზე საუბრით დავიწყებდი, რომ ეს არის ურთიერთობების დალაგების, მეტი ჰარმონიის, ურთიერთგაგებისა და სამართლიანობის აღდგენის დრო, მაგრამ… რა ხდება ახალი მთვარის დროს ცაში, მოდი, უფრო ვრცლად შევაფასოთ⤵️
როდესაც პლანეტები ერთდებიან, ისინი ცვლიან ერთმანეთის ბუნებას და რაც უფრო მჭიდროა შეერთება, მით უფრო ძლიერია მათი ერთმანეთზე ზემოქმედების ხარისხიც. ახალი მთვარის დროს მზეს, მთვარესა და მარსს შორის 1 გრადუსიც კი არაა დაშორება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი მთვარის ტენდენციების განსაზღვრაში მარსი საკმაოდ დიდ როლს შეასრულებს. ♎ერთ მხარეს გვაქვს სასწორის გაწონასწორებული, ბალანსზე ორიენტირებული, მშვიდი ბუნება და მეორე მხარეს ხისტი, პირდაპირი, მებრძოლი, იმპლსური ♂️მარსი. როდესაც სამართლიანობის ნიშანი (სასწორი) და მარსი ერთად ხვდებიან, ამ დროს ძალიან ბუნებრივია ტენდენცია, ვიბრძოლოთ ჩვენი სიმართლისთვის. ამ პროცესში, დამეთანხმებით, რამდენად მნიშვნელოვანია დაბალანსებული კომუნიკაცია, აზრის ნათლად გამოხატვა და მეორე მხარის პოზიციის გაგება. კომუნიკაციას კი ასტროლოგიურად მერკური უკავშირდება, პლანეტა, რომელიც 18 ოქტომბრამდე ჯერ ისევ რეტროგრადულ ფაზაშია და ასევე ახლოს იმყოფება ახალ მთვარესთან და მარსთან. შესაბამისად, ვერ ვიტყვი, რომ ასეთ დროს ბუნებრივად გვესმის ერთმანეთის ან იმას, რომ განსხვავებული აზრის მიღებას მარტივად შევძლებთ. ძალიან დიდია აგრესიული დაპირისპირებებისა და კონფლიქტების ალბათობა, რომელიც ძირითადად გაუგებრობებით, საკუთარი პრინციპების არ დათმობით და ნაჩქარევი გადაწყვეტილებებით იქნება განპირობებული.
🔥სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს ახალი მთვარის, მარსისა და მერკურის კვადრატი პლუტონთან (თხის რქაში), რომელიც ახალი მთვარიდან სულ რამდენიმე საათში (22:29სთ) დაიწყებს დირექტიულ რეჟიმზე გადასვლისთვის მზადებას. ასეთი ცვლილება საკმაოდ დრამატულიც კი შეიძლება აღმოჩნდეს, ვინაიდან რეტროგრადულობიდან დირექტიულზე გადასვლის მომენტში პლანეტა დიდ ძალას ქმნის. პლუტონის ხასიათი, გამოიწვიოს ნგრევა ცვლილებისთვის, ასეთ დროს უფრო ძლიერია ხოლმე. შესაბამისად, მკვეთრი ნაბიჯების გადადგმისას და რადიკალური გადაწყვეტილების მიღებისას დიდი დაფიქრება, წინდახედულობა და მოთმინება დაგვჭირდება. ცალსახად არ გირჩევთ 6-7 ოქტომბერს ისეთი საქმის შესრულებასა და ისეთ ადგილებში წასვლას, სადაც სულ მცირედი საფრთხე მაინც არსებობს ზიანის მიყენების ან რამის გაფუჭების. ჯობია, ეს დღეები მშვიდ, უსაფრთხო გარემოში გავატაროთ.
⭐სად არის პოზიტივი და როგორ გამოვიყენოთ ეს ასპექტები სასარგებლოდ⤵️
✅დავუკვირდეთ, რა აღმოვაჩინეთ და გავიგეთ გასული თვეების განმავლობაში, რისი შეცვლა და წარსულში საბოლოოდ დატოვება გვჭირდება იმისათვის, რომ ჩვენი მომავალი უფრო ნათელი იყოს.
✅აღნიშნულ ასპექტებთან ერთან, ახალი მთვარის ჰარმონიული კავშირი იუპიტერთან და სატურნთან (მერწყულში) შანსს გვაძლევს, უფრო გამბედავად, საკუთარი თავის მეტი რწმენით, ენთუზიაზმით, პასუხისმგებლობით და მეტად ორგანიზებულად მივუდგეთ ნებისმიერ საკითხს. იუპიტერი დაგვეხმარება მთლიანი, გლობალური სურათის დანახვაში, სატურნი კი საშუალებას მოგვცემს, ამ მთლიანობიდან ის საკითხები გამოვყოთ, რომელიც კორექციას საჭიროებს, შემდეგ კი მათ ხელახლა აშენებას შევუდგეთ.
✅ამავე დროს, საკმაოდ ძლიერია ჰაერის სტიქია, რაც დაგვეხმარება სწორი შეფასებებისა და დასკვნების გაკეთებაში. არჩევანი მთლაინად ჩვენს ხელშია: აგრესიასა და გაუგებარი შედეგების მომტან კონფლიქტებს ავირჩევთ თუ თვითანალიზსა და ლოგიკურ შეფასებებში დავხარჯავთ დროს, რომელიც ბევრი რამის გამოსწორების შესაძლებლობას მოგვცემს ცხოვრებაში.
🌙ისე, როგორც სხვა ახალი მთვარეები, ახლაც კიდევ ერთი ერთთვიანი ციკლი იწყება. შესაბამისად, იდეალურია პირადი მიზნების ფორმულირებისა და გეგმების შესადგენად.
👉შენს პირად რუკაში რომელ ასტროლოგიურ სახლშიც მოხვდება სასწორის♎ მე-13 გრადუსი, სწორედ იმ სახლის შესაბამის სფეროებში შეგეძლება სიახლეების შემოტანა და გარკვეული ცვლილებების განხორციელება მომდევნო ახალ მთვარემდე.
💫პერსონალური ასტროლოგიური კონსულტაციისთვის მომწერეთ შეტყობინება.
მშვიდ და წარმატებულ თვეს გისურვებთ!💛
———-
ასტროლოგი დავით ნიბლაძე”

კომენტარები

სხვა სიახლეები