6 ნიშანი, რომ თქვენს შვილს მაღალი ემოციური ინტელექტი აქვს

ცნობილი ქოუჩი ბავშვთა აღზრდის საკითხებში რიმ რაუდა იმ 6 ძირითად უნარს ასახელებს, რომლებიც მაღალი ემოციური ინტელექტის ბავშვებს ახასიათებთ.

1. არავერბალური სიგნალების ამოცნობა
ბავშვები კარგად აღიქვამენ სხვა ადამიანების გრძნობებს სხეულის ენისა და მიმიკის ანალიზის საშუალებით. მაგალითად, საბავშვო ბაღიდან დაბრუნებულმა ბიჭმა შეიძლება თქვას, რომ მისი მეგობარი გოგონა დღეს ძალიან წყნარად იყო და როცა სათამაშოდ მიიწვია, უარი განაცხადა. ბიჭს შეუძლია ივარაუდოს, რომ გოგონა რაღაცის გამო იყო გაბრაზებული.
როგორ განვავითაროთ ეს უნარი: ხშირად ესაუბრეთ ბავშვებს იმაზე, თუ როგორ გაატარეს დღე, როგორ იქცეოდნენ ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობდნენ და რას გრძნობდნენ ისინი. ასე ბავშვი უკეთ დაიწყებს ემოციების ამოცნობას.

2. თანაგრძნობის გამოხატვა
ბავშვი არა მხოლოდ იგებს, რას გრძნობს სხვა ადამიანი, არამედ მზრუნველობას იჩენს და დახმარებას სთავაზობს. მაგალითად, შეიძლება გაამხნეოს მეგობარი, რომელიც წაგების გამო დაღონდა, ან დაღლილ დედას დასვენება შესთავაზოს.
როგორ განვავითაროთ ეს უნარი: ყველაზე მარტივი გზაა – თავად გამოიჩინოთ ემპათია. როდესაც ბავშვი ხედავს, როგორ ზრუნავთ ბებიაზე ან ბაბუაზე, ავადმყოფ მეზობელზე, ის ამ ქცევის მოდელს აითვისებს.

3. საკუთარ გრძნობებზე საუბარი
სამწუხაროდ, ეს უნარი სუსტად აქვთ განვითარებული ბევრ ზრდასრულსაც კი. თუმცა, ემოციურად ინტელექტუალურ ბავშვებს შესანიშნავად შეუძლიათ თავიანთი გრძნობების გაზიარება გარშემომყოფებთან. მაგალითად, შვილს შეუძლია აღიაროს, რომ გუნება გაუფუჭდა, რადგან თავსატეხის ამოხსნა ვერ შეძლო, ან რომ ბედნიერია, რადგან ძალიან ლამაზი ნახატი გამოუვიდა.
როგორ განვავითაროთ ეს უნარი: აქციეთ წესად საკუთარი ემოციების მკაფიოდ გამოხატვა: “გაღიზიანებული ვარ, რადგან გასაღებს ვერ ვპოულობ” ან “მოწყენილი ვარ, რადგან სამსახურში პრობლემები მაქვს”. ასე ბავშვი გაიგებს, რომ საკუთარ ემოციებზე საუბარი ბუნებრივია.

4. ადვილად ადაპტირება
ბავშვი სწრაფად ეგუება დღის განრიგის ცვლილებებს და ამის გამო ძლიერ არ ღელავს. მაგალითად, თუ გასეირნება წვიმის გამო გადაიდო, ის ისტერიკას არ მოაწყობს, უბრალოდ ცოტა დაღონდება და ალტერნატივას მოძებნის.
როგორ განვავითაროთ ეს უნარი: ისევ და ისევ – ყველაფერი მშობლებიდან იწყება. თავად გამოიჩინეთ მოქნილობა, მშვიდად მოეკიდეთ ცხოვრებისეულ სირთულეებს. ეცადეთ ბავშვთან ერთად იპოვოთ პრობლემის გადაჭრის გზა – მოაწყვეთ იდეები გაცვლა.

5. კარგი მოსმენის უნარი
ბავშვი არა მხოლოდ უსმენს, არამედ ისმენს კიდეც: ესმის, რა ემოციებს განიცდით და კითხულობს მათ თქვენს საუბარში. სვამს კითხვებს და გულწრფელ ცნობისმოყვარეობას ავლენს.
როგორ განვავითაროთ ეს უნარი: როდესაც ბავშვს აქვს სათქმელი, დაუთმეთ მთელი თქვენი ყურადღება. დაამყარეთ თვალით კონტაქტი, გადადეთ სხვა საქმეები. ის მიხვდება, რამდენად მნიშვნელოვანია, როცა გულისყურით გისმენენ და მხარს გიჭერენ. ასევე, ბავშვს ვასწავლოთ, რომ სხვებს სიტყვა არ შეაწყვეტინოს.

6. თვითდამშვიდების უნარი
ეს კიდევ ერთი უნარია, რომელიც ყველა ზრდასრულს არ გააჩნია. მაღალი ემოციური ინტელექტი ეხმარება ბავშვს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს ძლიერ გრძნობებს და შეინარჩუნოს სიმშვიდე რთულ სიტუაციაში. მაგალითად, სპორტზე პირველი ხელის წაგებისას ბავშვი არ ატირდება და გასახდელში არ გაიქცევა, არამედ გამოიყენებს მომენტს, რომ დამშვიდდეს და წარმატებისთვის განეწყოს.
როგორ განვავითაროთ ეს უნარი: ეცადეთ არ თავად არ “გადაფსიხდეთ” რაიმე მარცხის ან პრობლემის გამო. მოიქეცით მშვიდად, აჩვენეთ ბავშვს, რომ ყველაფერი მოგვარებადია. შეგიძლიათ მასთან ერთად ივარჯიშოთ “პაუზა და ჩასუნთქვის” ტექნიკით და დათვალოთ 10-მდე იმ მომენტებში, როცა ძლიერ ღელავთ.

წყარო: https://mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები