6 მიზეზი, რის გამოც პარტნიორებს შორის მიზიდულობა და ლტოლვა ქრება

ბევრი წყვილი წლების განმავლობაში თანაცხოვრების დროს კარგავს ურთიერთმიზიდულობას. ეს ტენდენცია სახარბიელო ნამდვილად არ არის, რადგან ინტიმური კავშირის ნაკლებობა უარყოფით გავლენას ახდენს ურთიერთობის ხანგრძლივობასა და ხარისხზე. ამ თემაზე ჩატარებული არაერთი კვლევის მიხედვით, სპეციალისტები გამოყოფენ მიზეზებს, რაც განაპირობებს წყვილს შორის მიზიდულობის გაქრობას:

1. სხვადასხვა ხედვა
პრობლემა, რომელიც ყველაზე სწრაფად კლავს ურთიერთმიზიდულობას, არის განსხვავება აღზრდაში, ანუ ცხოვრებისა და რეალობის აღქმა. ეს სერიოზული დილემაა არაერთი წყვილის ცხოვრებაში, რომელიც ნელ-ნელა ქარიშხალივით ტრიალდება და ყველაფერს ცვლის. სწორედ ამიტომ, სპეციალისტები პარტნიორის არჩევისას
გვირჩევენ, რომ არა მხოლოდ გულს, არამედ გონებასაც მივენდოთ, გააზრებულად შევაფასოთ, რა გვსურს ცხოვრებაში, როგორია ჩვენი შეხედულებები სხვადასხვა საკითხზე… განსხვავებული წარმოდგენები შეიძლება მარტივად გახდეს გაუგებრობისა და ჩხუბის მიზეზი, რაც შემდეგ ერთმანეთის მიმართ ფიზიკური ლტოლვის ნაკლებობასაც იწვევს.

2. უკმაყოფილება საკუთარი სხეულით
ხშირად უცნობია, საიდან ჩნდება ეს უსიამოვნო განცდა – იქნებ არასოდეს მოგწონდათ თქვენი ანარეკლი სარკეში, ან შესაძლოა ეს კომპლექსი მეორე მშობიარობის შემდეგ წონაში მატებით შეიძინეთ. როდესაც გრცხვენიათ პარტნიორის, ფიქრობთ, რომ მას არ მოეწონებით, მიზიდულობაც იკლებს. იდეალური და ჰარმონიული ურთიერთობა პირდაპირაა დამოკიდებული შინაგან თავისუფლებაზე, ამიტომ მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ.

3. ფიზიკური და მორალური გამოფიტვა
შფოთვა და დაღლილობა უარყოფითად მოქმედებს პარტნიორთა შორის ურთიერთობაზეც. ქრონიკული სტრესი არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც წყვილში ერთმანეთისადმი ლტოლვა იკლებს. ასეთ დროს უმჯობესია, თუ გულახდილი იქნებით, ისაუბრებთ, რა გაწუხებთ და პრობლემების მოგვარებას საერთო ძალებით ეცდებით.

4. მოწყენილობა
სიახლისა და მრავალფეროვნების ნაკლებობა ურთიერთობაში უარყოფით გავლენას ახდენს პარტნიორთა შორის კავშირზე. ერთადერთი გამოსავალია, გაუზიაროთ ერთმანეთს საკუთარი სურვილები, ეცადოთ, იყოთ უფრო შემოქმედებითი, მოაწყოთ პიკნიკი ბუნებაში, წახვიდეთ შოპინგზე, დაიწყოთ რაიმე გრძელვადიანის კეთება, რაშიც ორივე იქნებით ჩართული…

5. ნდობის ნაკლებობა ტყუილის შემდეგ
თუკი ტყუილის შემდეგ ურთიერთობის გაგრძელებას გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა იპოვოთ ძალა, რომ ყველაფერი ნულიდან დაიწყოთ. სხვა შემთხვევაში აზრი არაფერს აქვს. თუ ფიქრობთ, რომ ყველაფერი იდეალურადაა, მაინც ნუ იტყვით უარს მუდმივ დიალოგსა და ფსიქოლოგთან ვიზიტზე, რათა კავშირი უფრო გააძლიეროთ.

6. დიალოგის შიში
პარტნიორთან საფრთხილო თემებზე საუბარი გაბედული ნაბიჯია და ყველას არ შეუძლია. პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი საკუთარ თავში ძალის პოვნას მოითხოვს, რადგან ჯერ უნდა გადალახო სირცხვილი, შიში, დისკომფორტი და შემდეგ დარწმუნდე, რომ ნამდვილად მოგისმენენ. თუმცა ამ შიშის დაძლევა და გულწრფელობა ნამდვილად არის იდეალური ურთიერთობის გასაღები.

წყარო: marao.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები