ვერძი
ამ დღეს ყველა თქვენს ოცნებას შესრულების შანსი აქვს. ბედნიერება ძალიან ახლოსაა თქვენთან. ვარსკვლავები გირჩევენ, დაიწყოთ სახლის მშენებლობა, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ოჯახში ურთიერთობების გამყარება და შეისწავლოთ საკუთარი ფესვები.
კურო
ამ დღეს ოჯახში წამოჭრით საკითხს, სად დაისვენოთ და ვისთან? ნუ ეცდებით ზედმეტ აქტიურობას. ფარული მტრებისთვის, რომლებიც მუდმივად გებრძვიან, სულელურად მოაზროვნე აღმოჩნდებით.
ტყუპები
არ გამოირიცხება ახალი რომანი, რომლის დასაწყისი საკმაოდ მრავლისმეტყველი აღმოჩნდება. გარშემომყოფებისთვის ეს სიახლე სასიხარულო იქნება, რადგან თქვენს რჩეულს უკვე წლებია იცნობთ, რა თქმა უნდა, ეს სიახლე ყველასთვის მოულოდნელი იქნება, თუმცა, ცხოვრებაში ამგვარი სიახლეებიც ხდება.
კირჩხიბი
ახლობელი ადამიანები თქვენი დახმარების გარეშე ვერაფერს შეძლებენ. არ გამოირიცხება, რომ ბოლომდე გაშალოთ ფრთები და ყველა პრობლემა გადაჭრათ. ერთი სიტყვით, საკუთარ სტიქიაში იქნებით. ახლობელი ადამიანების ბედისწერაში მონაწილეობით თავს შეუცვლელად და მოთხოვნად ადამიანად იგრძნობთ.
ლომი
ოჯახური ბიუჯეტი სასწრაფო გადახედვას ითხოვს. როგორც ჩანს, თქვენი მოლოდინები რეალობას ასცდა. არ გამოირიცხება, ძველ ვალებთან დაკავშირებული დაუგეგმავი ხარჯები. მკაცრად შეასრულეთ ყველა ფინანსური ვალდებულება, რაც არ უნდა რთულად მოგეჩვენოთ ისინი.
ქალწული
რითიც არ უნდა დაკავდეთ ამ დღეს, თქვენი ქმედებები თქვენს სურვილზე იქნება დაფუძნებული, რომ მაქსიმალურად იბრწყინოთ, მაგრამ ცხოვრებისეული მდგომარეობა ამის შესაძლებლობას არ მოგცემთ. ნუ დაივიწყებთ საკუთარ მოვალეობებს. ვარსკვლავების თქმით, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის დროს გაითვალისწინეთ ყოველდღიური თავაზიანობის წესები.
სასწორი
თქვენი ენერგიული პოტენციალი არცთუ ისე მაღალ დონეზეა, შესაძლოა, დროებით თავი შეუძლოდ იგრძნოთ, მაგრამ საქმე სერიოზულ დაავადებამდე არ მივა. ეს დღე წარმატებულია გამაჯანსაღებელი მოგზაურობისთვის რომელიმე კურორტზე. შეიმოწმეთ ენდოკრინოლოგიური სისტემა, ყელი და ზედა სასუნთქი გზები.
მორიელი
ალკოჰოლის გადაჭარბებული რაოდენობით მიღება თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას ვნებს და ფსიქიკურ აშლილობამდე მიგიყვანთ. შესაძლოა, შეგაწუხოთ სასუნთქი გზების ქრონიკულმა დაავადებებმა. სასურველია, დიდი დრო გაატაროთ ბუნებაში. თქვენთვის სასარგებლო იქნება წყლის პროცედურები. ზაფხულში შესანიშნავი საშუალება გეძლევათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მზის აბაზანებითა და ზღვაში ცურვით.
მშვილდოსანი
შესაძლოა, ოჯახის ახალი წევრი შემოგემატოთ (სიძე, რძალი ან შვილიშვილი). თუკი ურთიერთობას ნდობაზე დააფუძნებთ, ოჯახში ჰარმონიულობა დაისადგურებს. გახსოვდეთ საკუთარი მოვალეობების შესახებ და უანგაროდ ემსახურეთ ოჯახის ახალ წევრს.
თხის რქა
გზას შორეულ ქვეყნებში მიჰყავხართ. გელოდებათ ბევრი ახალი, საინტერესო ნაცნობობა და შეხვედრები. შესაძლოა, გრძნობებმა გაგიტაცოთ. დროულად დაასრულეთ საქმეები, არ დაახარჯოთ დრო არარსებულ დეტალებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანს ვერ შენიშნავთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დაფიქრდეთ შესაძლო პერსპექტივებზე თქვენს ცხოვრებაში და გამოიყენოთ ყველა შანსი საკუთარი ინტერესების გასაახლებლად და გასაფართოებლად.
მერწყული
ამ დღეს ბავშვებთან განსაკუთრებით თბილი დამოკიდებულება გექნებათ. საკუთარი სიყვარულის სხივებით გაათბობთ გარემოს. სინაზე და მზრუნველობა გაიძულებთ, იფიქროთ, რომ ბავშვები ცხოვრებაში საუკეთესო მიღწევაა. ვარსკვლავები გკარნახობენ, თუკი ბავშვებს არ შეაშინებთ დაუფიქრებელი პრეტენზიებით, მათთან ურთიერთობა იდეალურად აგეწყობათ.
თევზები
სასიყვარულო თუ საოჯახო ურთიერთობებს უკეთესობისკენ შეცვლით. ამასთანავე, შეძლებთ, გადაწყვიტოთ დიდი ხნის გადაუჭრელი საკითხი საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით. კეთილსინდისიერად დაკავდით საოჯახო საქმეებით, მოერიდეთ გაუგებრობებს და მუდმივად გქონდეთ კარგი შედეგის იმედი.