6 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს თქვენი მშობლიური პლანეტა- მარსის გადასვლა კუროს ზოდიაქოს ნიშანში ფასეულობების შეცვლის წინაშე დაგაყენებთ, შესაძლოა შეიცვალოს არსებული შემოსავლის წყაროებიც.

კურო

„7ჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით“, იმოქმედეთ ამ დევიზით თქვენთვის რთულ პერიოდში, სასურველია ცხოვრებაში სიახლეები, მოულოდნელობების ელემენტები შეიტანოთ და საჭიროების შემთხვევაში იერიშზეც გადადით.

ტყუპები

შესაძლოა თავი იჩინოს პრობლემებმა თქვენს საქმიანობაში პარტნიორებთან დაკავშირებით. ნუ ენდობით საქმეში გამოუცდელი ადამიანებს, მათ დაპირებებს, გახსოვდეთ, სწრაფ შედეგებს სტაბილურობა არ ახასიათებს.

კირჩხიბი

საშუალება გექნებათ მოახდინოთ თქვენი გეგმის რეალიზება და მიიღოთ კარგი შედეგები ადრე დაწყებული პროექტიდან. საქმიან სფეროში სასურველია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და გაფართოება. გამოიყენეთ სარეკლამო საშუალებებიც.

ლომი

შესაძლოა სამყაროსგან მინიშნებები მიიღოთ, სიზმრების ან სულ უცხო ადამიანების ნათქვამიდან საჭირო ინფორმაციის სახით, თქვენთვის მაგური დროა. შესაძლოა გამჟღავნდეს თქვენი საიდუმლო ან პირიქით, რაღაც საიდუმლო გაგიჩნდეთ.

ქალწული

გალაღდით და მეტი ყურადღება დაუთმეთ ირგვლივმყოფ ადამიანებს, შეხვდით მეგობრებს და ნურავისთვის დაიშურებთ კომპლიმენტებს. დაასვენეთ თქვენი გონება და მოდუნდით.

სასწორი

კარგი განწყობა და ოპტიმიზმი საშუალებას მოგცემთ საუკეთესოდ წარმოაჩინოთ თქვენი პოტენციალი და სასიკეთო მუხტით აავსოთ ირგვლივმყოფი ადამიანები. ეს პერიოდი კარგი შედეგებით დაგამახსოვრდებათ.

მორიელი

ნუ იჩქარებთ და ნუ შეეცდებით სწრაფად მიაღწიოთ დასახულ მიზანს, აქცენტი მომავალზე გააკეთეთ. ყურადღებით გაიაზრეთ ნებისმიერი შემოთავაზება, იქნება ეს პირად თემასთან დაკავშირებული თუ სამსახურთან.

მშვილდოსანი

მოსალოდნელია შემოსავლების ზრდა, შესაძლოა ხელფასიც მოგიმატონ, დადგა დრო მიიღოთ თქვენი ძალისხმევის შედეგები და სათანადო ადგილი დაიკავოთ წარმატებულ ადამიანთა შორის.

თხის რქა

თუ გაქვთ ამის საშუალება იმოგზაურეთ, შეისწავლეთ სხვადასხვა წეს-ჩვეულებები, კულტურები, სწავლა და ისევ სწავლა…. იაქტიურეთ, დაეხმარეთ სხვა ადამიანებს, ივარჯიშეთ, იზრუნეთ ორგანიზმის გაკაჟება-გაჯანსაღებაზე.

მერწყული

თვითანალიზი და საკუთარი სულის სიღრმეების წვდომა, აი ამ პროცესებს გადიხართ. შესაძლოა გარკვეული საკითხები გააზვიადოთ, მუქ ფერებში დაინახოთ. პესიმიზმისა და ნეგატივის გამძაფრებული აღქმა ცუდად აისახება თქვენს ცხოვრებაზე.

თევზები

შეეცადეთ ახალი იერი შესძინოთ თქვენს სამუშაოს, ნუ დაიშურებთ ფულის ჩადებას საქმიანობის რეკლამირებაში, სამომავლოდ ეს ინვესტიცია 10 ჯერ მეტ მოგებას მოგიტანთ.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები