6 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი მიუხედავად იმისა, რომ დილიდან პესიმისტურ განწყობაზე ხართ, ახალი საქმეების დაწყება არ გაგიჭირდებათ. მოერიდეთ კონფლიქტს კოლეგებთან.

კურო საქმეების მოგვარებისთვის მეტად უნდა გააქტიურდით. ნუ დაკარგავთ დროს ტყუილად. საღამოს ან მეგობრებთან შეხვედრა, ან სტუმრიანობა გელით.

ტყუპი საინტერესო მოვლენებით აღსავსე დღეა. გარშემო მყოფების მიმართ ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი. კარგი დღეა ვალების გასასტუმრებლად, საოჯახო საქმეების შესასრულებლად.

კირჩხიბი კარგი დღეა წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

ლომი კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისა და ორიგინალური იდეების განხორციელებისთვის; გარშემო მყოფებში ავტორიტეტის ასამაღლებლად.

ქალწული ნუ გაართულებთ დამოკიდებულებს, კოლეგებთან, პარტნიორებთან. გარშემო მყოფები თქვენგან სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებას ელიან.

სასწორი დღეს შეიძლება სურვილები აგისრულდეთ. ახალი პერსპექტივები გამოგიჩნდეთ. ზედმეტ პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ საკუთარ თავზე.

მორიელი ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. მოერიდეთ ფინანსური ოპერაციების განხორციელებას. მეტი ყურადღება გმართებთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას. დააკვირდით მათ ქმედებასა და სიტყვებს.

მშვილდოსანი მოერიდეთ სარისკო ქმედდებებს. ნუ დაგეზარებათ დანაპირების შესრულება. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

თხის რქა კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად; განტვირთვის დღის მოსაწყობად. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან.

მერწყული მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. ადამიანებს პირველი შთაბეჭდილებით ნუ შეაფასებთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა პარტნიორთან.

თევზები ახალი პროექტისა თუ სწავლისთვის მაქსიმალურად უნდა მოიკრიბოთ ძალები. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ და ყველას საკუთარ საქმეში ნუ ჩარევთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები