ვერძი
ხელსაყრელი დღეა ქორწინებისთვის, ოჯახური და სასიყვარულო ურთიერთობისთვის. შესაძლოა, დღის პირველ ნახევარში პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიხდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ და პარტნიორი ზედმეტი პრეტენზიებით არ დაღალოთ. ეცადეთ, ნათესავებთან ან ახლობელ ადამიანებთან დიდი ხნის წინ დაწყებული კონფლიქტი დროულად დაასრულოთ.
კურო
სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა. შესაძლოა, ამ დღეს თქვენი მისამართით უამრავი საქებარი სიტყვა მოისმინოთ, რაც ძალიან გაგახარებთ. დღის მეორე ნახევარში განწყობა გაგიფუჭდებათ და მსუბუქი დეპრესია დაგეუფლებათ. ეცადეთ, სიბრძნე და ტაქტი გამოიჩინოთ – ეს ერთადერთი საშუალებაა, რომ ახლობელი ადამიანის მიმართ დაუფიქრებელი საქციელი თავიდან აიცილოთ.
ტყუპები
ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება. შესანიშნავი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, ახალი საქმის დაწყებისთვის, მშენებლობისა და რემონტისთვის. კომერციული საქმიანობა წარმატებული იქნება, ამიტომ თუ რამის შეძენას გეგმავთ, ეს დღეს უნდა გააკეთოთ.
კირჩხიბი
ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ, რათა პირადი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. გირჩევთ, სიმტკიცე და მოთმინება გამოიჩინოთ – ეს საუკეთესო რჩევაა, თუ გსურთ, რომ ძვირფას ადამიანს უნებლიეთ არ აწყენინოთ.
ლომი
მამაკაცის ლომებისთვის არახელსაყრელი დღეა. სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება, რაც ხელმძღვანელთან ან პარტნიორებთან კონფლიქტს გამოიწვევს. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მოულოდნელმა ცნობამ შესაძლოა, გეგმების შეცვლა გაიძულოთ. ვერძებთან და მშვილდოსნებთან ურთიერთობა შესაძლოა, უსიამოვნოდ დასრულდეს.
ქალწული
ამ დღეს მოსალოდნელია კონფლიქტები უფროსთან ან პარტნიორებთან, ისევე, როგორც უხეშობა და აგრესია უცნობი ადამიანების მხრიდან. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. თავი შეიკავეთ ყველაფრისგან, რამაც შეიძლება თქვენი ორგანიზმი დააზიანოს, განსაკუთრებით, ავტომობილის სწრაფი ტარებისა და მჭრელ საგნებთან ურთიერთობისგან. გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტმა ნდობამ, მიამიტობამ და დაბნეულობამ შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ.
სასწორი
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ნებისმიერ ახალ ნაცნობობას ფრთხილად და ყურადღებით მოეკიდოთ, ასევე – თავი შეიკავოთ ზედმეტი აქტიურობისა და ამბიციურობისგან. მოსალოდნელია ოჯახური ან ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები. არახელსაყრელი დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის.
მორიელი
ამ დღეს იზრდება თქვენი ინტუიცია და წინასწარმეტყველების ნიჭი. შესაძლოა, ზუსტად ამოიცნოთ უახლოესი დროის მოვლენები და სიტუაცია სწორად შეაფასოთ. თუ ვინმემ დახმარებისთვის მოგმართათ, ეცადეთ, უარით არ უპასუხოთ. დაძაბულობას საყვარელი საქმის დახმარებით მოიხსნით.
მშვილდოსანი
არახელსაყრელი დღეა. სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება, რამაც შესაძლოა, ტრამვები და ქრონიკული დაავადებების გამწვავება გამოიწვიოს. გამორიცხული არ არის აგრესია პარტნიორის მხრიდან.
თხის რქა
სულიერი წონასწორობის მოპოვებისა და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის დღეა. სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა. ხელსაყრელი დღეა სავაჭრო გარიგებებისა და სარისკო მოქმედებებისთვის. შეგიძლიათ მეგობრებისა და გავლენიანი მფაველების დახმარების იმედი გქონდეთ – მოკავშირეების დარწმუნების უნარი წარმატებას მოგიტანთ.
მერწყული
ეს დღე ჰარმონიის, წონასწორობისა და სამართლიანობის ნიშნით ჩაივლის. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და წვრილმანებზე დროს ნუ დაკარგავთ. ეცადეთ, გათავისუფლდეთ სუბიექტური დამოკიდებულებისა და სტერეოტიპული აზროვნებისგან. ერიდეთ ხანგრძლივ მოგზაურობას და მძიმე ფიზიკურ შრომას. შეძლებისდაგვარად, შეზღუდეთ ურთიერთობა.
თევზები
მძიმე დღე გელით. უხასიათობისა და არასერიოზულობის წყალობით, ყველაზე ადვილ საქმესაც კი ვერ უმკლავდებით. გამორიცხული არ არის ფინანსური კრიზისი, ამიტომ ეცადეთ, საკუთარი ხარჯები აკონტროლოთ.