6 მინიშნება, რომელსაც თქვენი მკერდის თავი გაძლევთ

3235
SHARE

მკერდის თავს სულაც არ აქვს მხოლოდ ერთი დანიშნულება – კვებოს ჩვილი – მისი დახმარებით ორგანიზმი გესაუბრებათ. კარგად დააკვირდით ძუძუსთავებს და მიხვდებით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რა პრობლემა გაქვთ.

1. მკერდის თავიდან გამონადენი მხოლოდ ორსულობაზე არ მიგანიშნებთ
ძუძუსთავიდან შეიძლება თეთრი, მომწვანო ან მოყვითალო სითხე წამოგივიდეთ. ეს საშიში არ არის. მარამ თუ მკერდიდან სისხლი გდით ან სითხე მხოლოდ ერთი თავიდან ჟონავს, შეიძლება მკერდის კიბო გქონდეთ ან დაზიანებული იყოს ლიმფური კვანძები.

2. მესამე მკერდისთავი იმაზე გავრცელებულია, ვიდრე თქვენ გგონიათ 27,2 მილიონ ქალს ამერიკაში მკერდზე მესამე თავი აქვს. ეს ,,შტატგარეშე” თავი ხშირად კანის დეფექტია და საერთო არაფერი აქვს საკუთრივ მკერდთან. მესამე თავი თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის, თუმცა ის ხშირად ეშლებათ ხალებსა და ლაქებში. მესამე მკერდის თავის მოშორება პლასტიკური ქირურგიის ჩარევით ნახევარ საათში შეიძლება.

3. ვარჯიშს მკერდის თავის დაზიანება შეუძლია  ვარჯიშის დროს ჩაიცვით სპეციალური სპორტული ლიფი, წინააღმდეგ შემთხვევაში სიმძიმეების აწევისას ან სხვადასხვა პოზიციის მიღებისას შეიძლება დაგიზიანდეთ მკერდის თავები. ამ დროს თავი წითლდება, გეფხანებათ და გექერცლებათ. მიაკითხეთ ექიმს, რადგან ამ სიმპტომებით ამოიცნობენ პეჯეტის დაავადებას. პეჯეტის დაავადება ძვლებს უკავშირდება.
ძვლის ქსოვილი განახლებას წყვეტს. ამ დაავადების საშიშროების წინაშე 40 წელს გადაცილებული ადამიანები იმყოფებიან.

4. მკერდის ირგვლივ თმა ნორმალურია
ქალებშიც კი მკერდის ირგვლივ თმის ამოსვლა დარღვევად არ ითვლება. თუ თმა შავია ძირში მოიჭერით, არ ამოიძროთ პინცეტით და არ აიხიოთ. უხეში მოპყრობით დვრილს დააზიანებთ. თუმცა თუ თმა იზრდება და ხშირდება მიაკითხეთ ექიმს, შეიძლება მკერდის კიბო გქონდეთ.

5. დვრილი ეროგენული ზონაა, როგორც ქალებში ასევე მამაკაცებში
კვლევებმა აჩვენა რომ დვრილის სტიმულირებას ქალის ან მამაკაცის ორგაზმამდე მიყვანა შეუძლია. ტვინს გადაეცემა იგივე სიგნალები რაც ინტიმური კავშირის დროს.

6. მკერდით კვებისას მკერდისთავის ტკივილი ნორმალურია
როდესაც ბავშვს ბუნებრივ კვებაზე ზრდით, მკერდის თავის ტკივილი ნორმალურია. თუმცა თუ ის აუტანელი ხდება, აუცილებლად უნდა გაესინჯოთ ექიმს. შეიძლება, ორგანიზმში გქონდეთ ბაქტერია, რომელიც იწვევს ამ გადამეტებულ დისკომფორტს.

წყარო:http://www.reitingi.ge

FB კომენტარები

კომენტარი