6 მარტივი წესი, რომელიც წყლის სმას თქვენი ცხოვრების წესად აქცევს

66
SHARE

წყლის სმა რომ სასარგებლო და აუცილებელია ალბათ გსმენია, მაგრამ თუ მისი დალევა გავიწყდებათ, სტატია სწორედ თქვენთვისაა.

გაითვალისწინეთ ექვსი მარტივი რჩევა და შედეგად: წონაში დაიკლებთ, მეტაბოლიზმი დაგირეგულრდებათ, ნაოჭები გაგისწორდებათ და ენერგიულობაც მოგემატებათ. წყლის სმას თუ ვერ მიეჩვევით, დაგეწყებათ თავის ტკივილები, წნევა დაგეწევთა, კანი გამოგიშრებათ და მუდმივად სუსტად იგრძნობთ თავს. მეცნიერებმა წყლის ოპტიმალური რაოდენობა დაადგინეს: ქალებისთვის დღეში 2 ლიტრი, მამაკაცებისთვის – სამი.

1. შეადგინეთ წყლის სმის განრიგი


თუ დილით ყავის ან ჩაის სმის ტრადიცია გაქვს, მისი ჩაანაცვლება წყლით გაგიჭირდება. ამიტომ, ჯერ წყალი დალიე (სასურველია უზმოზე) და შემდეგ საყვარელი სასმელი.
აუცილებელია, რომ წყალი (ბოთლით, ჭიქით) მუდამ თან გქონდეთ, რათა ხშირ-ხშირად სვათ იგი.

2. დანიშნეთ ბოთლი


ბოთლზე (სასურველია მინისაზე) მარკერით დანიშნეთ, რომელ საათზე რა რაოდენობის წყალი უნდა დალიოთ. ეს ბოთლიც მუდამ ხელის გაწვდენაზე უნდა გედოთ.

3. ითამაშეთ


თამაში – ნებისმიერი მიზნის მიღწევის საუკეთესო მეთოდია. ჩაიფიქრეთ, რა საჩუქარს მოუმზადებთ საკუთარ თავს, თუ დღეში 2 ლიტრ წყალს დალევთ. აზარტი და მოტივაცია საუკეთესო შედეგით დასრულდება.

4. დააყენეთ ტაიმერი


თუ მუდმივად გავიწყდებათ წყლის სმა, მობილურზე ტაიმერი დააყენეთ. გარკვეულ დროზე გარკვეული რაოდენობის წყლის დალევას ის შეგახსენებთ. დროთა განმავლობაში კი ორგანიზმი თავად გამოიმუშავებს `ტაიმერს~.

5. გაახალისეთ


წყალში შეგიძლიათ ხილი ან კიტრი დაამატოთ, რაც მას სასიამოვნო არომატს შეძენს. საუკეთესო ვარიანტია, ლიმონი გაყინოთ კუბებში და დალევამდე წყლით სავსე ჭიქაში ჩაიყაროთ.

6. ხილი წყლის ნაცვლად


უამრავი ხილი და ბოსტნეული (კიტრი, პომიდორი, საზამთრო, ბროკოლი, გრეიპფრუტი, ყურძენი) შეიცავს დიდი რაოდენობით წყალს. თუ გვერდით წუალი არ გაქვთ, რომელიმე შეჭამეთ.
დაბოლოს, მიეჩვიეთ წყლის სმას, შეიყვარეთ წყლის გემო ეს თქვენი ჯანმრთელობისა და სილამაზისთვისაა აუცილებელი.

წყარო

Comments

comments