57 წლის ედი მერფი მამა მეათედ გახდა

43
SHARE

57 წლის მსახიობი და კომიკოსი ედი მერფი მამა მეათედ გახდა – მსახიობმა პეიჯ ბატჩერმა მას ვაჟი გაუჩინა.
ეს ამ წყვილის უკვე მეორე შვილია. ორი წლის წინ მათ ქალიშვილი იზი ეყოლათ.
როგორც ჟურნალისტებს მსახიობის წარმომადგენელმა განუმარტა, ბავშვი 30 ნოემბერს დაიბადა. მისი წონაა 3,8 კილოგრამი, სიგრძე კი 48 სანტიმეტრი. დედაც და ჩვილიც თავს კარგად გრძნობენ.
ამერიკული მედიის ცნობით, ბიჭს მაქს ჩარლზი დაარქვეს. მეორე სახელი ედი მერფის უფროსი ძმის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც ლეიკემიისგან გასული წლის აპრილში გარდაიცვალა.
ედი მერფის ხუთი შვილი ნიკოლ მერფისთან ჰყავს. სამი შვილი კი ქორწინების გარეშე ეყოლა, მათ შორის Spice Girls-ის წევრ მელ ბისთან. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში მერფის მამობის აღიარება არ სურდა, მიუხედავად იმისა, რომ მომღერლის ბიოლოგიური მამობა დნმ-ტესტით დადასტურდა.

Comments

comments