“57 წლისა ვარ და ამ ქალებისა მაინც ვერაფერი გავიგე”

84
SHARE

ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფოტოს სადაც ბარსელონა-სევილიას მატჩზე სტადიონზე ბარსელონას ატრიბუტიკით მისული მოდელი დები ნინი და ნუანუკა გოგიჩაიშვილები არიან ასახული უამრავი დადებითი თუ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.ფოტოს ეხმაურება ასევე  საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას“ წარმომადგენელი მამუკა გამყრელიძე.
“57 წლისა ვარ და ამ ქალებისა მაინც ვერაფერი გავიგე. ორი ქართველი გოგონას ფოტო, სუპერთასის ფინალზე გადაღებული, გადაუბეჭდიათ მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან გამოცემებს. ახლა შეიძლება ვენერა მილოსელი არცერთია და არც მეორე, მაგრამ ობიექტურად ორივე მშვენიერი გოგონაა, მითუმეტეს გემოვნებაზე არ დავობენ.ჰოდა ქალების კომენტარები ვნახე ფეისბუქზე, კინაღან სიცილით მოვკვდი “რას გვანან”, “რამსიგრძე ფეხებზე დგას”, “ჟირაფივითაა აწოწილი”, “ცხვირი ნაოპერაციები აქვს” და ა.შ. და ა.შ. თქვე კაი ხალხო, თქვენი მეგობრების არც თუ ისე ლამაზ (რბილად რომ ვთქვათ) სელფებზე რომ აკომენტარებთ, “ქალღმერთოოოოოო”, “გაუგონრად ლამაზოოოოო”, “ვარსკვლავოოოოო”, მაშინ ნეტავ რას ფიქრობთ გულში ?ფარისევლობაა ყველგან, ამ პატარა წვრილმანშიც კი. თორემ იმ ორ პატარა გოგოს ამით არაფერი დააკლდება. გაპიარდნენ და ახლა ჯერი მათზეა, როგორ გამოიყენებენ თავის სილამაზეს. მე წარმატებას ვუსურვებ.”- წერს მამუკა გამყრელიძე

FB კომენტარები

კომენტარი