55 წლის ედი მერფი მეცხრედ მამა გახდა

148
SHARE

ედი მერფის და პეიჯ ბატჩერის ოჯახში მატებაა: 3 მაისს ლოს-ანჯელესში წყვილს ქალიშვილი ეყოლა. მას იზი უნა დაარქვეს. გოგონა 3 კილოზე ცოტა მეტს იწონის, სიგრძით კი – 49 სანტიმეტრია. 36 წლის პეიჯისთვის ეს პირველი შვილია, ედისთვის კი – მეცხრე.
მერფის ჰყავს ორი დიდი ვაჟი – ერიკი და კრისტიანი ყოფილი შეყვარებულებისგან, ასევე ყოფილი მეუღლისგან – ნიკოლ მიტჩელისგან 5 შვილი: ბრი, მაილსი, შეინი, ზოლა და ბელა. გარდა ამისა, მელანი ბრაუნთან რომანის შედეგად ედის კიდევ ერთი ქალიშვილი – ენჯელ აირისი ჰყავს, რომელსაც მსახიობი მანამდე არ აღიარებდა, სანამ ტესტი არ გააკეთა.
13162051_1180578778649025_1121229684_n

FB კომენტარები

კომენტარი