54:9 – რაგბიში არგენტინისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის შეხვედრა ქინგსჰოლმზე, პუმების გამარჯვებით დასრულდა.
ანგარიშში დიდი სხვაობის მიუხედავად, კლასითა და ძალით ბევრად ძლიერ მეტოქესთან „ბორჯღალოსნებმა“ ბოლომდე იბრძოლეს. პირველ ნახევარში მეკომ სამი ჯარიმა გაიტანა.
მეორე ნახევარში არბიტრმა ჩვენი კაპიტანი მამუკა გორგოძე რაქში განმეორებით ჯარიმაზე გაასინბინა და კაცნაკლულზე ძალიან გაგვიჭირდა. მითუმეტეს, როდესაც 10 წუთით კაპიტანი და გუნდის ლიდერი აღარ გვყავდა. ამ პერიოდში არგენტინამ მატჩში გარდატეხა შეიტანა. მეორე ტაიმში ლელოს დადებასთან „ბორჯღალოსნები“ ახლოს იყვნენ, თუმცა, მსაჯმა შერკინებაში საქართველოს ეროვნული ნაკრები დააჯარიმა და ორი მოგებული დერეფნის შემდეგ, არგენტინელებმა კვლავ ლელო დადეს.
ამრიგად არგენტინამ ბონუსი აიღო. ორი მოგებით ჯგუფში პირველ ადგილზე ზელანდიაა. თითო-თითო მოგებით მეორე-მესამეს არგენტინა და საქართველო იყოფენ. მეოთხეზე ტონგაა, ხოლო მეხუთეზე ნამიბია.
შემდეგ მატჩში, რომელიც 2 ოქტომბერს კარდიფში, მილენიუმ სთედიუმზე გაიმართება, ბორჯღალოსნები მსოფლიო ჩემპიონ „ოლ ბლექს“ ერკინებიან.
Next Post
სხვა სიახლეები