52 წლის ჯონი დეპი მესამეჯერ მამა გახდება

ცნობილი მსახიობის, ჯონი დეპის 29 წლის მეუღლე – ემბერ ხედრი ორსულადაა. ჟურნალისტებმა დიდი ხანია შენიშნეს, რომ საჯარო თავშეყრის ადგილებში ხედრი ერთ ჭიქა შამპანურსაც კი აღარ მიირთმევს. ჯონი დეპმა კი დიდი ხნის ცუდი ჩვევა – მოწევა მიატოვა.
როგორც უცხოური მედია ჯონი დეპის ახლობლებზე დაყრდნობით იუწყება, მსახიობი მამობისთვის კიდევ ერთხელ სერიოზულად ემზადება. მათივე განცხადებით, წყვილი ხედრის ორსულობის შესახებ მედიაში კომენტარის გაკეთებას პირველი ტრიმესტრის შემდეგ აპირებს. დეპმა, მეუღლესთან ერთად, პატარა ქორწილი გადაიხადა. საქორწინო ცერემონიალს მხოლოდ ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები ესწრებოდნენ. მსახიობს ამ დროისთვის ყოფილ მეუღლესთან -ვანესა პარადისთან 2 შვილი ჰყავს.

12650189_1119070568137786_1710010644_n

კომენტარები

სხვა სიახლეები