51 წლის მონიკა ბელუჩი პარიზის მოდის კვირეულზე საცვლების გარეშე მივიდა (ფოტოკოლაჟი)

570
SHARE

მონიკა ბელუჩი პარიზის მოდის კვირეულის პატივსაცემი სტუმარი გახდა. მსახიობი შანელის სახლის ჩვენებას დაესწრო. მონიკა ბელუჩი მსგავს საღამოებზე უმეტესად დახვეწილ ქალურ კაბებში ამჯობინებს ხოლმე მისვლას, ამიტომაც მან წელს დამსწრე საზოგადოება და ჟურნალისტები თავისი განსხვავებული, მისთვის არადამახასიათებელი სტილით გააოცა.
51 წლის მსახიობი კარლ ლაგერფელდის შავ, ძალიან მოტკეცილ შარვალში და მისსავე ზედაში იყო გამოწყობილი. ზემოდან კი შანელის წითელი ქურთუკი ეცვა.
მსახიობი ახლახან საგრძნობლად გახდა და მან თავისი გამომწვევი ჩაცმულობით ხაზი მისი ასაკისთვის სხეულის იდეალურ ფორმებს გაუსვა, თუმცა პაპარაცებს არ გამოპარვიათ ის, რომ ტანსაცმლის ქვეშ ბელუჩის არც ზედა და არც ქვედა საცვალი არ ეცვა. ამის შემჩნევა უკიდურესად მოტკეცილ შარვალში, რომელიც კანივით ჰქონდა მსახიობს შემორტყმული, იოლი იყო. ფოტოგრაფებთან მისალმებისას კი, ხელის აწევის დროს, ბიუსჰალტერის გარეშე მყოფი მისი მკერდიც გამოიკვეთა.
inx1080x720 (1)                                    inx1080x720 (2)

inx1080x720 (4)                               inx1080x720

FB კომენტარები

კომენტარი