50 წლის ადამიანებს ჰკითხეს, რას გააკეთებდნენ 20 წლით უკან რომ დაბრუნებულიყვნენ – წაიკითხეთ ეს ფასდაუდებელი რჩევები!
50 წლის ადამიანებს ჰკითხეს, რას გააკეთებდნენ 20 წლით უკან რომ დაბრუნებულიყვნენ. წარმოგიდგენთ მათ პასუხებს, რომლებიც ფასდაუდებელ რჩევებად შეგიძლიათ მიიღოთ. თუ ახლა 30 წლის ხართ, ეს რჩევები სწორედ თქვენთვისაა:
1. დაანებეთ თავი მოწევას – იგი მომავალში აუცილებლად გამოიწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს;
2. გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი. თუ არ გინდათ ხშირი ნაოჭები, მშრალი და თხელი კანი, მაშინ პლაჟზე აუცილებლად წაისვით იგი;
3. დაიწყეთ ფულის შეგროვება. დროთა განმავლობაში, გადანახული ფულით შეძლებთ ბევრი მნიშვნელოვანი რამ გააკეთოთ;
4. გქონდეთ კარგი ურთიერთობა ნათესავებთან. დაათბეთ ახლობლებთან ურთიერთობები. როდესაც მიხვდებით, რომ სწორედ ამაშია მთავარი ადამიანური სიმდიდრე, შესაძლოა უკვე გვიანი იყოს;
5. აგროვეთ მოგონებები და არა ნივთები. ძალიან დასევდიანდებით, თუ 50 წლისა გაიღვიძებთ და მატერიალური კეთილდღეობის მეტი არაფერი გექნებათ მოპოვებული. მოგონებები ყველაზე ფასეული რამაა ცხოვრებაში;
6. ისწავლეთ გაცემა, აკეთეთ სიკეთე, გააბედნიერეთ სხვები, მაგრამ გააკეთეთ ეს მთელი გულით. ნუ დაელოდებით საზღაურს. ასე თქვენი გული სიყვარულით აივსება;
7. დაკავდით სპორტით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აკონტროლეთ წონა, ივარჯიშეთ, ეს მომავალში ყველაზე მნიშვნელოვან შედეგებს მოგიტანთ;
8. ისწავლეთ იმით იყოთ ბედნიერი, რაც გაქვთ. ბედნიერებას გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე წარმატებას. წუწუნის ნაცვლად, ეცადეთ დატკბეთ ცხოვრებით;
9. ნუ გადადებთ საქმეებს სამომავლოდ. გინდათ სახლის ყიდვა? წიგნის წაკითხვა? უმაღლესი განათლების მიღება? კარიერის შეცვლა? მაშინ, დაიწყეთ ამაზე ზრუნვა დღესვე! დრო ძალიან სწრაფად გარბის!
10. დაიცავით დღის რეჟიმი. გამოიძინეთ, არ გაათენოთ ღამეები და იზრუნეთ როგორც სხეულის, ისე სულის დასვენებაზე.
წყარო:http://www.ambebi.ge