50 ფსიქოლოგიური კითხვა, რომელიც აუცილებლად უნდა დაუსვათ საკუთარ თავს

ვინ ხარ? რა იცი საკუთარ თავის შესახებ? დარწმუნებული ხარ რომ კარგად იცნობ? რა გინდა? რა გჭირდება ბედნიერებისთვის? ყველაზე მარტივი შეკითხვები, რომელთა დასმა საერთოდ არ მოგვდის თავში ხშირად ყველაზე სწორი გზაა საკუთარი თავისკენ. ფსიქოლოგები 50 შეკითხვას გთავაზობენ, რომელზეც აუცილებლად უნდა უპასუხოთ, თუ გინდათ გაარკვიოთ ვინ ხართ, რატომ ხართ, რა გინდათ!. ეს არის შეკითხვები, რომელზეც არ არსებობს სწორი და არასწორი პასუხი. ამბობენ, რომ ხშირად სწორად დასმული შეკითხვები თავის თავს თავადვე პასუხობს. მაშ ასე, ინტერვიუ საკუთარ თავთან!
1. დაივიწყე რამდენი წლის ხარ. რამდენ წელს მისცემდი საკუთარ თავს?
2. როგორ ფიქრობ, რა უარესია: არაფერი სცადო, თუ წარუმატებლობა განიცადო?
3. შენ იცი, რომ ცხოვრება ხანმოკლეა. რატომ აკეთებ უმეტესად იმას, რის კეთებაც არ გიყვარს და ძალიან ცოტას იმას, რის კეთებაც ძალინ გიყვარს?
4. საქმეს მორჩი! ყველაფერი გაკეთებულია და ყველაფერი ნათქვამი! რა უფრო მეტია გაკეთებული, თუ ნათქვამი?
5. შეგიძლია მხოლოდ ერთი რამ შეცვალო სამყაროში. რას შეცვლიდი?
6. წარმოიდგინე, რომ ბედნიერება ფულია. რა სახის სამსახური გაქცევდა ყველაზე მდიდარ ადამიანად ამქვეყნად?
7. 40 წლამდე რომ ცოცხლობდეს ადამიანი საშუალოდ, რას შეცვლიდი საკუთარ ცხოვრებაში იმისთვის, რომ მაქსიმუმი მიგეღო ცხოვრებისგან?
8. შენ აკეთებ იმას, რისიც გჯერა, თუ გჯერა იმის, რასაც აკეთებ?
9. რამდენად აკონტროლებ საკუთარ ცხოვრებას?
10. რა უფრო მოგწონს: რამის სწორად კეთება, თუ სწორი რამის კეთება.
11. მოხვდი ასეთ სიტუაციაში: შენი ნაცნობები ლანძღავენ შენს მეგობარს ზურგს უკან, რადგან არ იციან, რომ ის შენი მეგობარია! შენ რას აკეთებ?
12. შენ გაქვს შანსი მისცე საკუთარ შვილს მხოლოდ ერთი რჩევა, რომლითაც მთელ მის ცხოვრებას შეცვლი. რა რჩევას მისცემ?
13. შეგიძლია კანონი დაარღვიო საყვარელი ადამიანის გამო?
14. დაგინახავს სიგიჟე ის, სადაც მოგვიანებით გენიალობა აღმოგიჩენია?
15. როგორ ფიქრობ შენც სხვებივით რაღაცას ისე არ აკეთებ ცხოვრებაში, როგორც საჭიროა?
16. როგორ ფიქრობ , რატომ გაქცევენ შენ ბედნიერად ისეთი რამეები, რაც სხვებს ვერ აქცევს ბედნიერად და პირიქით?
17. ალბათ შენს ცხოვრებაშიც არსებობს რაღაც ისეთი, რის გაკეთებაც გინდოდა და ვერ გაბედე. რა გაჩერებს?
18. რატომ ებღაუჭები იმას, რაც დიდი ხნის წინ უნდა გაგეშვა?
19. შენ გაქვს შესაძლებლობა სამუდამო საცხოვრებლად წახვიდე რომელიმე ქვეყნაში. რომელ ქვეყანას აირჩევდი და რატომ?
20. ლიფტის ღილაკს რამდენჯერმე აჭერ ხოლმე ხელს? რატომ? ფიქრობ რომ ასე უფრო მალე მოვა?
21. რა სჯობს: იყო ბედნიერი სულელი თუ გჭირდეს ვაი ჭკუისაგან?
22. რატომ ხარ შენ შენი თავი?
23. ისურვებდი ისეთ მეგობარს, როგორი მეგობარიც შენ ხარ შენი მეგობრებისთვის?
24. რა უარესია: თქვენი საუკეთესო მეგობარი სხვა ქვეყანაში გადავიდეს საცხოვრებლად, თუ აქ დარჩეს, მაგრამ აღარ გქონდეთ მასთან ურთერთობა.
25. ცხოვრების მადლობელი რისთვის ხარ?
26. ასეთი არჩევანის წინაშე დგები: ყველა შენს მოგონებას შლი, ან ახალი მოგონებები არ გექნება. რომელს აირჩევ?
27. მიაღწევ სამართლიანობას ბრძოლის გარეშე?
28. თუკი შენი ყველაზე დიდი შიში იქცეოდა რეალობად – რა მოხდებოდა?
29. გახსოვს 5 წლის წინ როგორი ნაწყენი იყავი? ახლა იმ ყველაფერ აქვს მნიშვნელობა?
30. ალბათ გაქვს ბავშვობის ყველაზე ბედნიერი მოგონება… რატომ მაინცდამაინც ის?
31. შენი წარსულიდან რა გაიძულებს იგრძნო თავი ნამდვილად, ცოცხლად?
32. თუკი ახლა არა, მაშინ როდის?
33. თუკი ჯერაც ვერ მიაღწიე ამას, რას კარგავ?
34. გქონია ცხოვრებაში ისეთ შემთხვევა, როცა ორნი დუმდით და ეს იყო საუკეთესო საუბარი შენს ცხოვრებაში?
35. თუკი რელიგია სიკეთეს ქადაგებს, რატომ ხდება მის გამო ამდენი ბოროტება?
36. შეგიძლია მერყეობის გარეშე გაარჩიო კარგი ცუდისგან ამ სამყაროში?
37. მილიონ დოლარს გაძლევენ. სამსახურიდან წამოხვიდოდი?
38. გაქვს არჩევანი: გქონდეს ცოტა საქმე, რომლის კეთებაც გევალება, თუ გქონდეს ბევრი საქმე, რომლის კეთებაც გინდა?
39. გაქვთ შეგრძნება რომ დღევანდელი დღე უკვე მეასეჯერ მეორდება?
40. ბოლოს როდის დაიწყე საქმე მხოლოდ იდეით და ამ იდეის რწმენით?
41. თუკი ყველა ის ადამიანი, ვისაც იცნობ, ხვალ აღარ იქნებოდნენ ცოცხალი, ვისთან გაატარებდით დღევანდელ დღეს?
42. 10 წლის სიცოცხლეს მისცემდი პოპულარობასა და მომხიბვლელობაში?
43. რა განსხვავებაა ცხოვრებასა და არსებობას შორის?
44. როდის დადგება დრო, როცა გარისკავ და გააკეთებ იმას, რის გაკეთებაც მართლა გულით გინდა?
45. თუკი შეცდომებზე ვსწავლობთ, რატომ გვეშინია მათ დაშვების?
46. თკი არავინ განგსჯიდა და განგიკითხავდა, რას გააკეთებდი სხვანაირად?
47. ბოლოს როდის მოუსმინე საკუთარ სუნთქვას და გულის ფეთქვას?
48. რა გიყვარს? შენი უკანასკნელი ქმედებები ამ სიყვარულის დასტურია?
49. შეგიძლია გაიხსენო უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში რას აკეთებდი ყოველდღე?
50. შენ თავად იღებ გადაწყვეტილებას, თუ ვინმე სხვა წყვეტს შენ ნაცვლად?
დამაფიქრებელია არა? ერთი ინტერვიუ საკმარისი არ არის. ეს შეკითხვები ხშირად უნდა დაუსვათ თავს, განსაკუთრებით მაშინ, თუკი უბრალოდ არსებობას კი არა, ცხოვრებას აპირებთ!

წყარო: www.mental.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები