5 წლის გოგონა ნავზე ამომხტარმა თევზმა მოკლა

ჟურნალ people-ს ცნობით, საშინელი ტრაგედია მოხდა ფლორიდაში. 5 წლის გოგონა დაიღუპა მას შემდეგ, რაც მდინარეში, მისი ოჯახის კუთვნილ ნავზე წყლიდან ამომხტარი ზუთხი მას, მის 8 წლის ძმას და დედას დაეცა .

ოფიციოზის ცნობით, 5 წლის ჯეილონ რიპი პარასკევს მდინარე Suwannee River-ზე ნავით სეირნობისას დაშავდა და იმავე დღეს გარდაიცვალა. დედის და ძმის გადასარჩენად კი ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო. ოჯახის დასახმარებლად ვებგვერდზე gofundme გაიხსნა ანგარიში, სადაც ადამიანებს თხოვენ, ჩარიცხონ თანხები და ილოცონ ამ ოჯახისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მდინარეში მხტუნავი ზუთხის მიერ ადამიანების დაშავების შემთხვევებს რამდენიმე წლიანი ისტორია აქვს, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ის ფატალურად დასრულდა.

ზუთხი გარედან ძვლოვანი წარმონაქმნებითაა დაფარული და მოტორიან ღია ნავზე, რომელიც საათში 30-40 მილის სიჩქარით მოძრაობს, მყოფი ადამიანებისთვის საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენს. 2007 წელს ამავე მდინარეში ნავზე ამომხტარმა ზუთხმა ქალს ელენთა გაუგლიჯა და 2 თითი წააცალა.

150603-flying-sturgeon-jsw-959a_6dc2ecdff36643ce81aa148bcece9839.nbcnews-ux-320-320

წყარო: http://www.postalioni.com

კომენტარები

სხვა სიახლეები