5 შვილის დედამ ნახევარი მილიონი დახარჯა, რომ ბარბის დამსგავსებოდა (ფოტოკოლაჟი)

თოჯინის მსგავს გარეგნობაზე ფულის ხარჯვა ნანეტს დღემდე უწევს, ყოველკვირეულად მანიკური – 350$, წამწამების ყოველთვიური დაგრძელება – 490$, კანის რუჯი – 140$, თმის მოვლა – 1275 ფუნტი და წელიწადში რამდენჯერმე ბოტოქსის ინექციის თითო პროცედურა 1000 ფუნტი უჯდება. ქალის ახირებებსა და პლასტიკურ ოპერაციებს მისი ქმარი დეივი აფინანსებს, რომელიც მიიჩნევს, რომ ნანეტი იდეალური ცოლი და დედაა და გამოიყურება არაჩვეულებრივად.

„ბავშვობაში ბარბის დაახლოებით 50 თოჯინა მქონდა. მიყვარდა ამ თოჯინებით თამაში და მრცხვენოდა ჩემი გარეგნობის, რადგან ბარბის არ ვგავდი. მინდოდა ქერა თმა და უფრო დიდი მკერდი“, – განაცხადა დეილი მეილთან საუბრისას 42 წლის ქალბატონმა ნანეტ ჰამონდმა, რომელმაც 500 ათასი დოლარი დახარჯა პლასტიკურ ოპერაციებზე და აიხდინა აოცნება, დაემგვანა თოჯინა ბარბის. დეივმა და ნანეტმა ერთმანეთი 12 წლის წინ გაიცნეს. ისინი აშშ-ს შტატ ოჰაიოში ცხოვრობენ და 5 შვილი ჰყავთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები