1. ირმა გრესე, 1923-1945, გერმანელი ნაცისტი ქალი, მუშაობდა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში. 1945 წელს ბრალი დაედო, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის და სიკვდილით დაისაჯა. ის სასტიკად აწამებდა საკონცენტრაციო ბანაკის მკვიდრებს, ბრალად ედება ათობით ებრაელის სიკვდილი.
2.მურა ჰინდლი, 1942-2002, ინგლისელი სერიული მკვლელი, გასამართლდა 5 ბავშვის გაუპატიურებისა და მკვლელობისათვის. აქედან 3 მსხვერპლი. 12 წლამდე ასაკის იყო, ორი კი 16 და 17 წლის
3. ბევერლი ალიტი, ინგლისელი სერიული მკვლელი, მეტსახელად ,,სიკვდილის ანგელოზი“. გასამარლდა 4 ბავშვის მკვლელობისთვის. ის იყო მედდა ბავშვთა საავადმყოფოში. თავის სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ,,ის არის სერიოზული საფრთხე სხვებისთვის”.
4.მერი l 1516-1558 ინგლისის დედოფალი, 1553 წლიდან ის სასტიკად დევნიდა პროტესტანტებს. სწორედ ამიტომ მას ეწოდა ,,სისხლიანი მერი“.
5. მერი კოტონი, პირველი ბრიტანელი სერიული მკვლელი. მისი სამი ქმარი,საყვარელი,რამდენიმე მეგობარი,დედა და ათამდე შვილი გარდაიცვალა ნაწლავური დაავადებით. მოგვიანებით დაადგინდა,რომ ყველა დარიშხანით იყო მოწამლული. იგი ჩამოახრჩეს 1873 წელს.