5 ქვეყანა, სადაც დასაქმებულები თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობენ

კვლევითმა კომპანია “Universum”-მა „თანამშრომლების ბედნიერების გლობალური ინდექსი“ გამოაქვეყნა.
2016 წლის ინდექსში დასახელებულია ქვეყნები და პროფესიები, სადაც დასაქმებულები თავს ყველაზე ბედნიერად და კმაყოფილად გრძნობენ. კვლევის პერიოდში კომპანიამ 57 ქვეყნის 200 000 დასაქმებული გამოკითხა. სამსახურში ბედნიერების განსაზღვრისას, კვლევის ავტორები იყენებენ ისეთ ფაქტორებს, როგორიც არის დასაქმებულთა კმაყოფილების მაჩვენებელი, დამსაქმებლის სურვილი, რეკომენდაცია გაუწიოს თავის თანამშრომელს სხვა კომპანიაში, ასევე, სამუშაოს გამოცვლის სურვილი.
ინდექსის თანახმად, ყველაზე ბედნიერი დასაქმებულები დანიაში არიან.
დანიის კანონმდებლობის თანახმად, კომპანიები, რომლებსაც 35-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ, ვალდებული არიან, დირექტორთა საბჭოში ადგილი გამოუყონ მუდმივ თანამშრომლებს, რომლებიც იმავე უფლებებით ისარგებლებენ, რითაც საბჭოს წევრის ტოპ-მენეჯერები.

ინდექსში მეორე პოზიცია ერგო ნორვეგიას, სადაც 10-დან 9 თანამშრომელი ბედნიერი და კმაყოფილია თავისი სამსახურითა და იმ კომპანიით, სადაც მუშაობს.

მესამეზე მოხვდა კოსტა-რიკა. რეიტინგის პირველ ათეულში კოსტა-რიკა ერთადერთი ქვეყანაა ცენტრალური ამერიკიდან.

მეოთხე ადგილი შვედეთს ერგო, სადაც მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, კარგად დააბალანსოს მოქალაქეების სამსახური და თავისუფალი დრო. ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 1% მუშაობს კვირაში 50 საათზე მეტს. დასაქმებულს ასევე შეუძლია, უჩივლოს კომპანიას, რომელიც მას დღეში 6 საათზე მეტს ამუშავებს. გარდა ამისა, ბავშვის გაჩენის შემდეგ, ორივე მშობელს აქვს უფლება, ისარგებლოს 480-დღიანი დეკრეტული შვებულებით.

​მეხუთე პოზიციაზეა ავსტრია, სადაც დასაქმებულები თავს ბედნიერად გრძნობენ, რასაც მაღალი ხელფასები და 5-კვირიანი შვებულება განაპირობებს . ქალებს მშობიარობამდე 8 კვირით ადრე შეუძლიათ, აიღონ დეკრეტული შვებულება.

წყარო:https://bpn.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები