დიდ კოლექტივში უხარისხოდ შესრულებული სამუშაო ხშირია. არ იქნებოდა ცუდი, თქვენი უფროსის ყურადღება თქვენი მცდელობით და მონდომებით მიიქციოთ. გსურთ, უსაყვარლესი თანამშრომლების რიცხვში მოხვდეთ? დაიმახსოვრეთ ეს ხუთი ფაქტი.
1. ვიცი, ეს როგორ გადავწყვიტოთ
ხელმძღვანელებს ყოველთვის ბევრი საქმე აქვთ, ამიტომ თქვენი მიზერული დახმარებაც მათთვის შუმჩნეველი არ დარჩება. როდესაც უფროსის კაბინეტში შედიხართ, მოამზადეთ ყველა კითხვაზე რამდენიმე ვარიანტი. თუ თქვენი წინადადებები არ დააკმაყოფილებს, თქვენ მაინც დარჩებით მის თვალში ინიციატორი.
2. მე ყველაფერი წავშალე
თუ თქვენ რაიმე შეცდომა დაუშვით, შეეცადეთ თქვენით წაშალოთ ის. როდესაც ჩააბარებთ სამუშაო ანგარიშს, უფროსობა, მკაცრი პასუხის მაგივრად, შეაფასებს თქვენს „საშინაო დავალებას“ .
3. ყველაფერს გავაკეთებ
იმის მიუხედავად, რომ თქვენ უამრავი სამუშაო გაქვთ, არ დაიზაროთ, დაიმატეთ მოვალეობები. მართალია რამდენიმე დღე განუწყვეტლივ მოგიწევთ მუშაობა, მაგრამ უქმე დღეები, რომლებსაც თქვენ სამსახურის გამო იმსხვერპლებთ, აუცილებლად აგწევთ რამდენიმე კიბით მაღლა.
4. შემიძლია, დაგეხმაროთ
როდესაც ეხმარებით კოლექტივს, თქვენ ერთდროულად რამდენიმე ბონუსს იწერთ; 1) თქვენ მიმართ კოლექტივის დამოკიდებულება უფრო დათბება. 2) ეს თქვენს მრავალმხრივ პროფესიონალიზმზე მეტყველებს; 3) და, რა თქმა უნდა, თქვენ კარგი თანამშრომელი ხართ, რომელიც ზრუნავს კომპანიაზე.
5. მე იდეა მაქვს
შეუპოვრობა, შრომისმოყვარეობა და პროფესიონალიზმი – ეს უკვე ბევრს ნიშნავს, მაგრამ უმაღლესი ფასეულობა უფროსისთვის ახალი იდეების გენერაციაა, რადგან ეს წარმატების მთავარი მამოძრავებელია. თუ თქვენ გაქვთ უნარი, შესთავაზოთ ახალი საქმიანი იდეა, თქვენ ამით მის თვალში ბევრად დაფასებული გამოჩნდებით.