ყველა ქვეყანას საკუთარი ტრადიცია და რიტუალი გააჩნია. გთავაზობთ ხუთ ყველაზე უჩვეულო ტრადიციას და რიტუალს მთელს მსოფლიოში.
1. ნორვეგიაში ბოროროს თემი ბინადრობს. ყოველ წელს ისინი წვიმის შეწყვეტისა და თავისებურ კაცების სილამაზის კონკურსს აღნიშნავენ. 10 ყველაზე ლამაზი მანდილოსნისთვის 40 მამაკაცი ცეკვავს. გოგონები ბიჭების ჯანმრთელობას, კბილის სითეთრეს და თვალის გარსის სიკაშკაშეს ამოწმებენ. 40 ახალგაზრდისგან ათს ენიჭება უფლება, გახდეს ნამდვილი მამაკაცი იმ ქალბატონებთან, რომლებიც უახლოეს ტყეში ელოდებიან.
2. საუნდატის ტაძარში, რომელიც ინდოეთის სამხრეთ მდებარეობს,წელიწადში რამდენჯერმე საკრალური პროსტიტუციის რიტუალს ატარებენ. ქალღმერთ ეილამას მსახურები ტრანსში ვარდებიან და „მაიტუნას“ წეს-ჩვეულებას ახორციელებენ. დღესასწაულზე ყველა მომლოცველი იკრიბება, რათა განიწმინდონ და ტაძარს თავი შესწირონ.
3. ქორწილის ძველებურ ტრადიციას ნუბას (სუდანი) მკვიდრები ინახავენ. ყველაზე მნიშვნელოვან დღედ „ ქმრის არჩევის დღესასწაული“ ითვლება. მზის ჩასვლისთანავე შეგიძლიათ თვალ-ყური ადევნოთ ახალდაქორწინებული წყვილების ცეკვას. გოგო, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს სარიტუალო ჭრილობები, თვითონ ირჩევს მეორე ნახევარს. მომავალ მეუღლეს არ აქვს დღის შუქზე პატარძლის ნახვის უფლება და მამაკაცმა საქონელთან იქამდე უნდა იცხოვროს, სანამ მეუღლეს ახალ სახლს არ აუშენებს.
4. ნინ-ბას (ტიბეტი) თემის ძალზე უჩვეულო ტრადიციის თანახმად, ერთ-ერთი შვილი გოგო აუცილებლად ერთდროულად ექვს ძმას უნდა გაყვეს ცოლად. ძმების ასაკი 6- 26 წლამდე უნდა იყოს. ამ ტრადიციის თანახმად, ქალბატონი უზრუნველყოფილია ყველაფრით, ხოლო მეუღლის მოვალეობა რიგრიგობით უნდა შასრულოს. „დაკავებულიას“ ფუნქციას კი საძინებელ ოთახთან ფეხსაცმლის დატოვება ასრულებს.
5. ახალ გვინეაში, ტრობრიანის კუნძულზე, ყოველ წელს კრიკეტის ტურნირი ტარდება. ამაში არაფერია გასაკვირი, მაგრამ მაშინ, როდესაც ტარდება ტურნირი, მწიფდება მცენარე იამსი. ამ მცენარეს სხვადასხვა ეროტიკულ დანიშნულებას აწერენ, ამიტომ იამსის დამწიფების საპატივცემულოდ შეუღლებული წყვილები ერთი ღამით სხვა პარტნიორთან მიდიან.
Next Post
სხვა სიახლეები