5 პროდუქტი, რომელიც შეგიძლიათ ღამე სინდისის ქენჯნის გარეშე მიირთვათ

ეს სტატია მათთვისაა, ვისაც საღამოს წახემსება უყვარს. გთავაზობთ, ხუთ პროდუქტს, რომელიც შეგიძლიათ საღამოს მიირთვათ, არც ჯანმრთელობას შეუქმნათ საფრთხე და არც ზედმეტი კილოგრამების შეგეშინდეთ.

1.შავი შოკოლადი

ხშირად ის აკრძალული პროდუქტების სიაში შეაქვთ, მაგრამ სულ ტყუილად. თხილიან და რძიან შოკოლადსა და შავ შოკოლადს შორის ხომ უზარმაზარი სხვაობაა. შავი შოკოლადი შაქარს მინიმალური რაოდენობით შეიცავს. ის ხელს უწყობს წონაში სწრაფ კლებას და სისხლში ქოლესტერინის დონესაც არეგულირებს.

2. წვნიანი

ამ ჩამონათვალში ამ კერძს, ალბათ, ნამდვილად არ ელოდით! მიუხედავად ამისა, წვნიანი შეგიძლიათ, ღამითაც მიირთვათ. საქმე ისაა, რომ ნებისმიერი თბილი სითხე დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს ორგანიზმზე. თუ საღამოს იგრძნობთ, რომ ერთი ჭიქა ჩაი თქვენს შიმშილთან ვერაფერს გააწყობს, აუცილებლად გააცხელეთ ცოტაოდენი სუპი და მიირთვით (უმჯობესია ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი). ოღონდ გახსოვდეთ: არ ღირს ღამით ოსპის, ბარდის ან ლობიოს წვნიანის ჭამა.

3. ნუში

დღევანდელი ფასების გათვალისწინებით, ამ გემრიელობით თავს ხშირად ვერ გავინებივრებთ, მაგრამ, როცა რაღაც ძალიან გინდა, თავს ფუფუნების უფლება უნდა მისცე. ცოტაოდენი ნუში საუკეთესო საშუალებაა შიმშილის მოსაკლავად. ვისაც გახდომა უნდა, შეუძლია თამამად მიირთვას ნუში ღამით.4. გოგრის თესლი

თუ საღამოს საათებში პოპ-კორნისა და ჩიფსებისკენ გაგექცათ თვალი, სასწრაფოდ გადამალეთ ეს მავნე პროდუქტი და მის მაგივრად გოგრის თესლი მიირთვით! ეს სწორედ ის საკვებია, რომელიც ადვილად გაუმკლავდება ღამის შიმშილს და ძილსაც მოგგვრით. როგორც ცნობილია, გოგრის „მზესუმზირა“ მდიდარია მაგნიუმით, რაც ასე საჭიროა მშვიდი და ღრმა ძილისთვის.

5. ბრინჯი

დიეტოლოგები ხაზს უსვამენ ერთ უდავო ფაქტს: ის დიეტა, რომლის მთავარი კომპონენტიც ბრინჯია, 46%-მდე ამცირებს უძილობის ალბათობას. ბრინჯი იმ პროდუქტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა გლიკემიური ინდექსი მაღალია: ის გავლენას ახდენს ტრიპტოფანისა და მელატონინის სწრაფ გამომუშავებაზე. სწორედ ეს ჰორმონებია აუცილებელი ხარისხიანი ძილისთვის.

პ.ს ზოგჯერ შეიძლება წყურვილი მოგვეჩვენოს შიმშილად, ამიტომ საღამოობით დალიეთ ერთი ჭიქა წყალი ან ჯანჯაფილის თბილი ჩაი!

კომენტარები

სხვა სიახლეები