5 პრინცი, რომელიც ჯერ კიდევ მეორე ნახევრის გარეშეა (ფოტოკოლაჟი)

იორდანიის პრინცი ჰუსეინ ბინ აბდულა


იორდანიის პრინცი ჰუსეინ ბინ აბდულა 23 წლისაა, ის სოციალურ ქსელ „ინსტაგრამის“ ვარსკვლავია, რომელსაც 1 100 000 გამომწერი ყავს. პრინცი აბდულა საკმაოდ საინტერესო პიროვნებაა. აშკარაა, რომ უახლოეს მომავალში, პრინცი ჰუსეინ ბინ აბდულა მეფე გახდება.

დუბაის გვირგვინიანი პრინცი ჰამდან ბინ მუჰამედი


დუბაის გვირგვინიანი პრინცი ჰამდან ბინ მუჰამედი, ასევე „ინსტაგრამის“ ვარსკვალვია. მის ყოველ ნაბიჯს 5,9 მილიონი გამომწერი სოციალური ქსელის დახმარებით აკონტროლებს. 33 წლის პრინცი, ნადირობითაა გატაცებული, მას ძალიან უყვარს ველოსიპედით სეირნობა, ასევე, გატაცებულია პოეზიით.

ლუქსემბურგის პრინცი სებასტიანი


25 წლის ლუქსემბურგის პრინცი სებასტიანი არმიის ოფიცერია, ფოტოზე ის თავის დასთან, პრინცესა ალექსანდრასთან ერთადაა.
პრინც სებასტიანს 4 ძმა ჰყავს, სავარაუდოდ, ის მეფე ვერ გახდება და თავისუფალ დროს გართობას დაუთმობს. პრინცის ჰობია ცურვა, კლდეზე ცოცვა და თხილამურებით სრიალი, გარდა ამისა, პრინცი რაგბითაა გატაცებული.

პრინცი ჟან კრისტოფერ ნაპოლეონ ბონაპარტი


31 წლის პრინცი ჟან კრისტოფერი ფოტოზე მამასთან, ჩარლზ ბონაპარტთან ერთადაა. თითოეულ თქვენგანს, რომელიც სკოლაში სიარულის დროს ისტორიას დიდ დროს უთმობდა, ეცოდინება, რომ საფრანგეთის მონარქია XVIII საუკუნეში გაუქმდა, თუმცა, საფრანგეთის მოსახლეობის უმეტესობა, მას მონარქიული იმპერიის წინაპრად მიიჩნევს.

ბელგიელი პრინცი იოაკიმი


პრინცი იოაკიმი ბელგიის სამეფო ტახტის მმართველი ვერ გახდება, რადგან მისი ბიძაშვილი პრინცესა ელიზაბეტი, ბელგიის მეფის უფროსი ქალიშვილია, რომელიც სამეფო ტახტის პირველი მემკვიდრეა.
იოაკიმმა ადგილი, საკმაოდ წარმატებულად, ბელგიის საზღვაო ფლოტში დაიკავა, ის მამაცი მეზღვაურია. პრინცმა განათლება ინგლისში და იტალიაში მიიღო.

კომენტარები

სხვა სიახლეები