5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

საკმაოდ რთული დღეა. სასურველია განმარტოვება და პირადი ცხოვრების პრობლემებზე ფიქრი. გაითვალისწინეთ, რომ მათი მოგვარებისთვის მოთმინება და გამჭრიახობა დაგჭირდებათ. ახლობელ ადამიანთან ჰარმონიული ურთიერთობა ჩამოყალიბდება. დღის მეორე ნახევარში დეპრესიული განწყობა გელით.

კურო

მძიმე და პასიური დღეა. ეცადეთ, საკუთარი პოზიციების გამტკიცებაზე იზრუნოთ. ხელსაყრელი დღეა ბიზნესისა და მოლაპარაკებებისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხელსაყრელი ბიზნეს-წინადადების მიღების შემთხვევაში ბევრი არ იფიქროთ და ნებისმიერ პირობებზე დათანხმდეთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ ჩანაფიქრი განახორციელოთ. ეცადეთ, გეგმებისა და ოცნებების შესახებ სხვებთან არ ისაუბროთ, რადგან ამან შეიძლება არაკეთილმოსურნეთა ყურადღება მიიქციოს. მგზავრობა, მივლინება და მოგზაურობა სიხარულს მოგანიჭებთ. ახლობელი ადამიანების წრეში დროს სასიამოვნოდ გაატარებთ და ეს დღე დიდხანს დაგამახსოვრდებათ.

კირჩხიბი

ამ დღეს მომგებიანი პროექტების განხორციელებას უმოკლეს დროში და მარტივად შეძლებთ. გირჩევთ ხელსაყრელ ბიზნეს წინადადებას სწრაფად და ნებისმიერ პირობებზე დათანხმდეთ. ნუ დაივიწყებთ ადამიანებს, რომლებიც უანგაროდ გეხმარებოდნენ – დროა, ვალები დააბრუნოთ.

ლომი

ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება ახალი ძალითა და ენერგიით აგავსებთ. ამ დღეს ნებისმიერ საქმეს ადვილად გაუმკლავდებით და ყველაზე რთული სიტუაციიდანაც კი ღირსეულად შეძლებთ გამოსვლას. განსაკუთრებით ხელსაყრელი დღის მეორე ნახევარი იქნება. მოსალოდნელია ნაცნობობა, რომელიც შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობის დასაწყისი გახდეს.

ქალწული

იმისთვის, რომ ეს დღე წარმატებული იყოს, დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახში ემოციურ განწყობას. ეცადეწთ პრობლემები ახლობელ ადამიანების დახმარებით მოაგვაროთ. გამორიცხული არ არის ფულის დაუგეგმავი ხარჯვა. პლანეტები გირჩევენ, რომ სპორტით დაავდეთ – ეს კარგად აისახება თქვენს განწყობაზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

სასწორი

დაძაბული დღეა. შესაძლოა, მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც ელოდით. მოულოდნელმა ცნობამ ან ახლობელ ადამიანთან უთანხმოებამ შესაძლოა, მთელი გეგმები აგირიოთ. ამ დღის ნეგატიურ ტენდენციებს გაუმკლავდებით თუ სუბიექტური შეფასებები საქმის რეალურ მდგომარეობას არ გადაფარავს. ურთიერთიობაში მეტი სიფრთხილე და წინდახედულება უნდა გამოიჩინოთ.

მორიელი

მოსალოდნელია ინტუიციისა და წინასწარმეტყველების ნიჭის გაძლიერება. ვითარებაში გარკვევას განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეძლებთ. თუ გსურთ სულიერი სიმშვიდე მოიპოვოთ, ცოტა ხნით უნდა განმარტოვდეთ. კარგი იქნება, თუ საყვარელი საქმისთვის დროს გამონახავთ. სასურველია მხატვრული და სულიერი ლიტერატურის კითხვა და კლასიკური მუსიკის მოსმენა.

მშვილდოსანი

ამ დღეს ხელსაყრელია საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა. მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა ან რომანტიკული შეხვედრა ლომებთან ან ვერძებთან. ამ დღეს წარმატებას მხოლოიდ გულახდილობით მიაღწევთ.

თხის რქა

სავარაუდოდ, რთული დღე გელით. გამორიცხული არ არის დეპრესიული განწყობა იგრძნოთ. ეცადეთ განმარტოვდეთ და საკუთარ ფიქრებსა და გრძნობებში გარკვეთ. ეცადეთ მეტი პასუხისმგებლობა და თავშეკავება გამოიჩინოთ და ცდუნებებს გაუმკლავდეთ.

მერწყული

ამ დღეს მოულოდნელი ცნობა ან პრობლემა გელით, რომელიც შეუსრულებელ დაპირებას ან ვალდებულებას უკავშირდება. მოვლენები შესაძლოა, ისე არ განვითარდნენ, როგორც გეგმავდით. სირთულეების მიუხედავად, თქვენ შეძლებთ ამ დღის ნეგატიურ ტენდენციებს გაუმკლავდეთ თუ რეალობის ობიექტურად შეფასებას შეძლებთ.

თევზები

შესაძლოა, ამ დღეს მეგობრებს ან ნათესავებს თქვენი დახმარება დასჭირდეთ. გირჩევთ, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ, ამასთან ისეთ საქმეს ნუ შეეჭიდებით, რომელთან გამკლავებაც გაგიჭირდებათ. მთავარია სულიერი წონასწორობა შეინარჩინოთ და ემოციებს არ აჰყვეთ. არ შეიძლება ტირილი, გაბრაზება და ჩხუბი. ერიდეთ დიეტას და შიმშილობას, რადგან ამ დღეს ორგანიზმი დასუსტებულია.

კომენტარები

სხვა სიახლეები