5 ნოემბერს ახალმთვარეობა მორიელის ზოდიაქოში იქნება – ასტროლოგის პროგნოზი

5 ნოემბერს, თბილისის დროით 1:15 საათზე, ახალმთვარეობა მორიელის ნიშანში იქნება. ეს მდებარეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მორიელის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის და ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში მორიელის ზოდიაქოს მე-12, მე-13 და 14-ე გრადუსებში რომელიმე პლანეტა ან ჰოროსკოპის სხვა მნიშვნელოვანი სიგნიფიკატორი (მმართველი) იმყოფება. ამ ახალმთვარეობის შესახებ, ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში პროგნოზს აქვეყნებს:

“5 ნოემბრის ახალმთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზი

ახალმთვარეობა თბილისის დროით 5 ნოემბერს, 1:15 საათზე დადგება (გრინვიჩის დროით: 4 ნოემბერი, 21:15 საათი).

ზოგადი ტენდენციები:
ეს ახალმთვარეობა მორიელის ზოდიაქოში იქნება და ბუნებრივია, წინ სწორედ მორიელის ნიშნისთვის დამახასიათებელი ხასიათის თვისებები წამოიწევს: შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, ბრძოლისუნარიანობა, ასევე სიჯიუტე, რადიკალიზმი და შურისმაძიებლობა. ეს ახალმთვარეობა მორიელის მე-13 გრადუსში იქნება.
ეს გრადუსი ერთ-ერთ „სამეფო“ გრადუსად ითვლება. მისი განმარტებაა: ბედისწერასთან ბრძოლა, თვითაღდგენა, რეგენერაცია, რთული სიტუაციიდან გამოსვლა, მაღალი მდგომარეობის დაკავება.

ამ დღეს არ არის რეკომენდებული:
* ახალი საქმეების დაწყება;
* საბუთებზე ხელის მოწერა;
* ფულის სესხება-გასესხება;
* სარისკო ბიზნეს-ოპერაციები;
* შარდ-სასქესო და რეპროდუქციულ ორგანოებთან სამედიცინო მანიპულაციები და ქირურგიული ჩარევები.

ახალმთვარეობა და ზოდიაქოს ნიშნები
ეს ახალმთვარეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მორიელის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის და ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში მორიელის ზოდიაქოს მე-12, მე-13 და 14-ე გრადუსებში რომელიმე პლანეტა ან ჰოროსკოპის სხვა მნიშვნელოვანი სიგნიფიკატორი (მმართველი) იმყოფება. ამ ადამიანების ცხოვრებაში დაიწყება ერთთვიანი პერიოდი, რომელიც მათ საშუალებას მისცემთ გაანალიზონ შექმნილი მდგომარეობა, გააგრძელონ გადადებული საქმეები, გადაიხადონ ვალები, გამოჯანმრთელდნენ, აღიდგინონ დაკარგული ენერგია თუ პოზიცია.
* ასევე მნიშვნელოვანი იქნება წყლის სტიქიის დანარჩენი ნიშნებისთვის – კირჩხიბებისთვის და თევზებისთვის. ეს პერიოდი მათ მოუტანთ შემოქმედებით ენერგიას, ახალი ჰიროზონტის დანახვის და ახალი სივრცეების ათვისების საშუალებას. ეს იქნება წარსულისა და მომავლის სწორად გააზრება და სწორი პოზიციების დაკავება.
* ქალწულებისთვის და თხის რქებისთვის ეს ახალმთვარეობა ახალ შესაძლებლობებს მოიტანს. მოსალოდნელია მათ ცხოვრებაში გაჩნდეს ემოციის ძლიერად გამოვლენის შესაძლებლობა. მოსალოდნელია ეს იყოს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული იმპულსები.
* რაც შეეხება კუროებს, მათთვის აუცილებელი იქნება. მიუხედავად ერთი შეხედვით დაძაბული და სტრესული სიტუაციებისა, მათ მოუწევთ ბევრი შრომა, რათა დაალაგონ ბევრი რამ და უნდა ითქვას, რომ ეს შედეგებსაც მოიტანს.
* მცირედით დისჰარმონიული იქნება ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის – ტყუპებისთვის, სასწორებისთვის და მერწყულებისთვის. ამ ადამიანებმა სასურველია ენერგია ადრე დაწყებული საქმეების დასრულებისკენ მიმართონ. დაასრულონ ძველი საქმეები, პროექტები, მოიცილონ „ტოქსიკური“ ადამიანები და გაწყვიტონ არასასურველი კავშირები.
* ეს პერიოდი შედარებით რთული იქნება ცეცხლის სტიქიის ნიშნებისთვის – ვერძებისთვის, ლომებისთვის და მშვილდოსნებისთვის. ისინი მაქსიმალურად უნდა მოერიდონ კონფლიქტურ სიტუაციებს, დაპირისპირებებს. ხოლო დრო და ენერგია ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებისკენ მიმართონ.

ყველას სასიკეთო პერიოდს, წინსვლას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ!

სიყვარულით,
რამაზ გიგაური”-წერს რამაზ გიგაური.

კომენტარები

სხვა სიახლეები