5 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ნამდვილ მეორე ნახევარს შეხვდით

1. მყისიერი ქიმია

ბევრს არ სჯერა ერთი ნახვით სიყვარულის, მაგრამ ასეთებს, ალბათ, მეორე ნახევრები არც შეხვედრიან. ეს, რა თქმა უნდა, არ ხდება ისე კომიკურად, როგორც აღწერენ ხოლმე – “და მივხვდი, რომ მე მე ვიყავი და ის ის იყო”. უბრალოდ, პირველივე შეხვედრაზე გეუფლებათ გრძნობა, რომ ამ ადამიანს იცნობთ და ისიც გიცნობთ. რაღაცნაირი ქიმია წარმოიშვება, თითქოს იცანით და გახსოვთ, რომ კარგად უგებთ.

2. თქვენ გიადვილდებათ, იყოთ თქვენი ნამდვილი “მე”

როდესაც მასთან ხართ, გრძნობთ, რომ ზუსტად ისეთს გაფასებთ და გცემთ პატივს, როგორიც ხართ. მონათესავე სულთან არ გჭირდებათ თქვენი გრძნობებისა და ემოციების შენიღბვა, რადგან არ გეშინიათ, რომ ვერ გაგიგებთ. თქვენ არ ცდილობთ, მოირგოთ რამე როლი მასზე შთაბეჭდილების მოსახდენად, რადგან ის თქვენს სულს სცნობს და თქვენი სული უყვარს.

3. გაყენებთ გამოწვევების წინაშე

თქვენ ამ ცხოვრებაში რაღაცის სასწავლად, გამოსასწორებლად და გამოცდილების მისაღებად მოხვედით და ის აუცილებლად დაგეხმარებათ ამ მისიის შესრულებაში. მონათესავე სულები ერთმანეთს გულხელდაკრეფილი ჯდომის უფლებას არ აძლევენ, კომფორტის ზონიდან აძევებენ და თავიანთი ოცნებების ახდენისთვის ბრძოლისკენ უბიძგებენ, თუმცა, ხერხები სხვადასხვანაირია.

4. გაქვთ ტელეპატიური კავშირები

შიგნიდან გრძნობთ ხოლმე მის განცდებს, ემოციებს, რასაც თქვენს ინტუიციას მიაწერთ. ხშირად ამთავრებთ ერთმანეთის წინადადებებს, წინასწარ გიგრძნიათ, რომ დარეკავდა, გცოდნიათ, რას გეტყოდათ… ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენი კავშირი ფიზიკურს ცდება, მატერიალური, სამგანზომილებიანი სამყაროს მიღმა დგება.

5. თქვენი სიყვარული უძლებს წლებს

დროებითი სიყვარულებისგან განსხვავებით, რომლებსაც ხანდაზმულობის ვადაც კი დაუსვეს მეცნიერებმა, ასეთი სიყვარული არ ქრება. ან კი როგორ შეიძლება იმოქმედოს დრომ იმაზე, რაც დრო-სივრცულ განზომილების ფარგლებს ცდება? თქვენ მას ვერ მიატოვებთ, ან კი ვინ ან რა მოახერხებს რომ მიგატოვებინოთ, როცა სიკვდილმაც ვერ დაგაშორათ?

წყარო: intermedia.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები